„მაღაზიებს მოუწევთ საიტზე ატვირთონ, რომელმა ფერმერმა კონკრეტულად რა შეიძინა“ – აგროქულების მიზნობრივ ხარჯვაზე მონიტორინგი გამკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვაზე მონიტორინგი დაწესდება. დადგენილი პირობით, ფერმერი, რომელიც საკუთრებაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში ფლობს თხილის ნაკვეთს, რომელიც არის არანაკლებ 0,5 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა, სახელმწიფოსგან 500 ლარიან დახმარებას მიიღებს. ეს თანხა ფერმერს ქულების მიხედვით ერიცხება, რომელიც შხამ-ქიმიკატების ან სხვა […]
ვერონა-შუამთას მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
10 (23) თებერვალი – ღირსი მამაჲ ჩვენი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XII)

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება: იგი იყო XII-XIII საუკუნეების მიჯნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი წერს, რომ წმიდა დემეტრე მეფის (ხს. 23 მაისს) „დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაჩენს იოვანე ფილოსოფოსისას ჭიმჭიმელისა შესხმა – მოთხრობა“. იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. მან თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის […]
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 31 დრონიდან 23 ჩამოვაგდეთ

23 თებერვლის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 31 რუსული დრონიდან 23 გაანადგურეს. რუსეთმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ააფრინეს. დრონები ჩამოგდებულია ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ნიკოლაევისა და ოდესის რეგიონებში. გარდა ამისა, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს 3 C-300 ტიპის, ერთი X-315П ტიპის და 2 X-22 ტიპის რაკეტებით. გასული 24 საათის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების […]
აშშ-ში საქმე აღუძრეს პუტინის მხარდამჭერ ოლიგარქებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ეხმარებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში. მათ შორისაა ბანკ ВТБ-ს ხელმძღვანელი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ანდრეი კოსტინი. შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ განაგრძობენ აღკვეთას ფულის უკანონო ნაკადების, რომლებიც პუტინის ომს კვებავენ და პასუხისმგებლობის დაკისრებას რეჟიმის მხარდამჭერებისთვის. ოლიგარქ ანდრეი კოსტინის […]
საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება […]
სამწუხაროდ, ოპოზიციის მხარეს არ არის წარმოდგენილი ქართველი ხალხი – შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, ოპოზიციის მხარეს არ არის წარმოდგენილი ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი იყოს წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში. „საუბრობენ [ოპოზიცია] და აყენებენ ისეთ პრეტენზიებს, ისეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, შემდეგ თანამშრომლობის სურვილი რომ უჩნდებათ, ეს არის გასაკვირი და გამოდის, რომ იმ სიყალბეში თვითონაც არიან […]
პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი, რომელიც შენობის რეორგანიზაციის ბრძანების გაუქმებას ითხოვს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს დღეს შეხვდება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შეხვედრა 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება. შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილი მოითხოვს გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ. როგორც მედიკოსები განმარტავენ, სამთავრობო ბრძანება ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი.
საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. „საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარაულის […]