უხერხულობა პირდაპირ ეთერში – როგორ ცდილობდა “ნაპოლის” ფეხბურთელი, “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ დოპინგ-ტესტის ჩაასაბარებლად რომ მოეშარდა [VIDEO]

“ნაპოლის” მცველი ჟუან ჟეზუსი “ბარსელონასთან” მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ უხერხულ ინციდენტში გაეხვია. მოგეხსენებათ, ფეხბურთელებმა დოპინგ-ტესტი უნდა გაიარონ, ბრაზილიელმა მცველმა კი 90 წუთი ითამაშა. დოპინგ-ტესტის გასავლელად კი მოთამაშეების შარდია საჭირო და როგორც ჩანს, ჟეზუსს ამის პრობლემა შეექმნა. ის მოულოდნელად ფეხშიშველი “მარადონას” სტადიონზე გამოჩნდა, სადაც პირდაპირი ჩართვა El Chiringuito-ს ჟურნალისტს ჰქონდა, რომელმაც ფეხბურთელს ჰკითხა, რას აკეთებდა […]
“სომხეთმა პრაქტიკულად გაყინა ОДКБ-ში მონაწილეობა” – ფაშინიანი

France 24-სთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [ОДКБ] სომხეთის წევრობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “სომხეთმა, პრაქტიკულად გაყინა საკუთარი მონაწილეობა” ორგანიზაციაში. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა. ყარაბაღის 2020 წლის ომიდან დღემდე სომხეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცახდება […]
აჭარაში 110 წლის ქალბატონი ფატყუმე დიასამიძე გარდაიცვალა

აჭარაში 110 წლის ასაკში მყოფი უხუცესი ქალბატონი ფატყუმე დიასამიძე გარდაიცვალა. ხანდაზმული ქალბატონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 35 მოქალაქე ცხოვრობს, აქედან ერთ მათგანს 100 წელი 2024 წლის 7 იანვარს შეუსრულდა. 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის 5 კაცი, 30 კი ქალია.
„სტუდენტებიდან დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული, ყველა რეგისტრირდება“ – როგორია მოთხოვნა მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობაზე

მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშებაში რეგისტრაცია საქართველოში ძალიან მოთხოვნადი სერვისია. ბოლო წლებში გაიზარდა საქართველოდან გამარჯვებულთა რიცხვიც. როგორც „კომერსანტთან“ ამ სერვისზე მომუშავე კერძო პირი გალაქტიონ ესაკია აცხადებს, მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია და რეგისტრაციის მსურველებს შორის ყველა ასაკის ადამიანები არიან. „4 წელია, რაც მწვანე ბარათების რეგისტრაციაზე ვმუშაობთ. აქედან 3 წლის განმავლობაში ოფისი მხოლოდ თბილისში გვქონდა, 2023 წელს კი […]
საქართველოს მოქალაქემ საბაჟოზე მალულად 1.7 კგ-ზე მეტი ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა

საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო საავტომობილოს“ გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 216 758 ლარის საბაჟო ღირებულების 1 735 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების […]
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, რომელსაც მეზობელმა დანით ჭრილობა მიაყენა, კლინიკაში რჩება

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, რომელსაც მეზობელმა დანით ჭრილობა მიაყენა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ის გუშინ ღამით საეკლესიო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას გულმკერდის არეში ჭრილობა აქვს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასევე აქვს ნეკნის მოტეხილობა. ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზაქრო მამასახლისი მესხიშვილის თეატრთან მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში გვიან ღამით დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დავა […]
ოთარ შამუგია ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ევროკავშირის პროგრამის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ (ENPARD) მმართველი კომიტეტის 33-ე სხდომას დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საქმეში […]
ემანუელ მაკრონი პარიზში უკრაინის სამიტს უმასპინძლებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს პარიზში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტზე რამდენიმე ევროპელ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს უმასპინძლებს, – ინფორმაციას Reuters-ი მაკრონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ეს სამუშაო შეხვედრა იქნება შესაძლებლობა შევისწავლოთ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უკრაინის მხარდასაჭერად“, – აცხადებენ ელისეს სასახლეში. ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მაკრონს სურს, გაუგზავნოს […]
კახეთში 600 მლნ-ზე მეტი ღირებულების გზების მშენებლობა გრძელდება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობას ინტენსიურად აგრძელებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. თბილისი-საგარეჯოსა და ბაკურციხე-წნორის მონაკვეთებზე მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების, გზის საფუძვლის და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. თბილისი-საგარეჯოს გზის პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული […]
DRG ტარიფი დამოუკიდებელმა სტრუქტურამ უნდა დაითვალოს და არა სამინისტრომ – ნინა კობახიძე

“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა კობახიძეს მიაჩნია, რომ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელით (DRG) სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ტარიფები დამოუკიდებელმა სტრუქტურამ უნდა დაითვალოს და არა ჯანდაცვის სამინისტრომ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ DRG მოდელის რეფორმის პრაქტიკაში დანერგვიდან ერთი წლის გამოვლენილ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, მისი შეფასებით, დღესდღეობით, მოქმედი DRG […]