საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში, ნიუ-დელიში, SATTE (South Asia’s Travel & Tourism Exchange) 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 28 სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი. „გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას SATTE […]
კვარაცხელიასა და კალცონას უნდა ესაუბრათ – ოთხეულისთვის ბრძოლა და ოსიმენთან მძლავრი დუეტის დაბრუნება…

ფეხბურთელები და გულშემატკივრები ისევ “ნაპოლისა” და “ბარსელონას” მატჩის ემოციების ქვეშ არიან; ხვიჩა კვარაცხელიას მოედნიდან ნაადრევად გასვლასა და მის რეაქციაზე დიდი მსჯელობა მიდის; სავარაუდოა, რომ მწვრთნელი კალცონა “კვარას” ინდივიდუალურად გაესაუბრებოდა, მათ გასაცნობად დრო თითქმის არ ჰქონიათ. “ნაპოლიმ” საშინაო ასპარეზზე ოთხეულისთვის ბრძოლა უნდა გააგრძლეოს და 26-ე ტურში (სულ 38 ტარდება) სერია “ბ”-დან კიდევ ერთ აღზევებულ გუნდს, “კალიარის” […]
დღეს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია “თელასის” სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 23 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, […]
უამინდობა საქართველოში და შეზღუდვები გზებზე – სად აიკრძალა გადაადგილება?

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ინტენსიური თოვის და დაბალი […]
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, რუბლი, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

დღეს, 23 თებერვალს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსები ასეთი იქნება.
რა სფეროებში ეძებდა იანვარში სამსახურს ყველაზე მეტი ადამიანი? – PMCG

2024 წლის იანვარში, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 3,4%-ით გაიზარდა და 6 747 განაცხადი შეადგინა. ამის შესახებ კვლევას PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერი აქვეყენბეს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 29.1%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით. 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების […]
150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი […]
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს. თურნავა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა და მისი მოსმენა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან პასუხს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით ელის. ამ თემაზე თურნავას პარლამენტიდან ცხრა შეკითხვა გაეგზავნა. ნათია თურნავასთან ინტერპელაციის გამართვის ინიციატორია […]
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ჩვენი აზრით, არ შესრულებულა სომხეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე. ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა ამ შეთანხმებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში“, – განაცხადა ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში. სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო […]
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც დაკავებულია ერთი პირი. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, […]