„იმპექსფარმამ“ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა – საქმე დასაქმებულის დისკრიმინაციას ეხებოდა

შპს „იმპექსფარმამ“ მრავალი ნიშნით (სქესი და ოჯახური მდგომარეობა) დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა. ინფორმაციას ომბუდსმენის სამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, აქედან 27 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ […]

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

იუნკერთა ხსოვნის დღე – “და უძრავ იყო თებერვლის ღამე…”

საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება. 1921 წლის 17-24 თებერვალს იალღუჯთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში რამდენიმე ასეული იუნკერი დაიღუპა, მას შემდეგ რაც 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თითქმის სამწლიანი არსებობის შემდეგ, რუსეთის მე-11 არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური […]

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი, ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. პარლამენტის სასახლის ეზოში, 1921 წელს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები, იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ 103 წლის წინ, კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებებისას ქართველი იუნკერების თავგანწირვა საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად იქცა.

უხერხულობა პირდაპირ ეთერში – როგორ ცდილობდა “ნაპოლის” ფეხბურთელი, “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ დოპინგ-ტესტის ჩაასაბარებლად რომ მოეშარდა [VIDEO]

“ნაპოლის” მცველი ჟუან ჟეზუსი “ბარსელონასთან” მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ უხერხულ ინციდენტში გაეხვია. მოგეხსენებათ, ფეხბურთელებმა დოპინგ-ტესტი უნდა გაიარონ, ბრაზილიელმა მცველმა კი 90 წუთი ითამაშა. დოპინგ-ტესტის გასავლელად კი მოთამაშეების შარდია საჭირო და როგორც ჩანს, ჟეზუსს ამის პრობლემა შეექმნა. ის მოულოდნელად ფეხშიშველი “მარადონას” სტადიონზე გამოჩნდა, სადაც პირდაპირი ჩართვა El Chiringuito-ს ჟურნალისტს ჰქონდა, რომელმაც ფეხბურთელს ჰკითხა, რას აკეთებდა […]

გიორგი კაჭარავა – უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების 2 წლის თავზე ამ ომის პოლიტიკურ, ეკონომიკურ შედეგებზე მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა. – ბატონო გიორგი, 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. 2 წელია უკრაინა და მისი ხელისუფლება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით წინააღმდეგობას უწევს […]

ნინო ლაცაბიძემ პეტრ კუბერნატს რუსთავში განხორციელებული მუნიციპალური რეფორმები გააცნო

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ნინო ლაცაბიძემ ჩეხ დიპლომატს, რუსთავში მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში გახსნილი სერვისების ახალი ცენტრი დაათვალიერებინა. „ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შევხვდით დღეს, ვისაუბრეთ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციაზე, მას ასევე გავაცანით რეფორმირების შედეგად მიღებული თანამედროვე მუნიციპალური სერვისები. […]

შპს „იმპექსფარმამ“ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა და ფოთის ერთ-ერთი აფთიაქიდან გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში დააბრუნა

შპს „იმპექსფარმამ“ მრავალი ნიშნით (სქესი და ოჯახური მდგომარეობა) დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმის მასალების თანახმად, ფოთის ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერს, დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დაბრუნებაზე უარი უთხრა და 2022 წლის 5 მარტიდან ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაუშვა. „სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვის შედეგად, […]

„იმპექსფარმამ“ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა – საქმე დასაქმებულის დისკრიმინაციას ეხებოდა

შპს „იმპექსფარმამ“ მრავალი ნიშნით (სქესი და ოჯახური მდგომარეობა) დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა. ინფორმაციას ომბუდსმენის სამსახური ავრცელებს.