დღეს პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი, რომელიც შენობის რეორგანიზაციის ბრძანების გაუქმებას ითხოვს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს დღეს შეხვდება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შეხვედრა 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება. რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილი მოითხოვს გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ. როგორც მედიკოსები განმარტავენ, სამთავრობო ბრძანება ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი.

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ალექსანდრა კუვაევა ევროპის კადეტ მოფარიკავეთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე კადეტ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე, 16 წლის ალექსანდრა კუვაევამ ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ალექსანდრამ 1/2 ფინალში უნგრელ დოროტია კსონკასთან 15:11 წააგო, მანამდე კი კუვაევამ ბერძენ კრისტინა კოუზოურის (15:10), საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ანასტასია ცანავას (15:13), უნგრელებს, პოლი საბოს (15:12) და ნადინ ტოტის (15:10) მოუგო. შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს ალექსანდრა კუვაევამ ბუქარესტში […]

„ტვიში“ – ტვიშის ქვაბულში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ვაზის უნიკალური ღვინის ისტორია

სოფელ ტვიშის მოსახლეობა ასე ამბობს: ჩვენ ორი დილა და ორი საღამო გვაქვსო… ეს მხატვრული აღწერა ამ სოფლის მართლაც გამორჩეულ ადგილმდებარეობას უკავშირდება. ტვიში – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში, ხვამლის მთითა და კლდეებით გარშემორტყმულ ადგილას არის გაშლილი, ამიტომ მას ტვიშის ქვაბულსაც ეძახიან. ამ ქვაბულის კლდის ზედაპირი კი მართლაც სარკის ეფექტს ქმნის, მზის სხივებს […]

გიორგი ვაშაძე – ვერ ჩაითვლება წარმატებად ის, რასაც მძარცველთა კასტა წარმატებად ასაღებს – ყველა პენსიონერს 4 წლის მანძილზე 4-ჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე მათ სესხად აქვთ გამოტანილი

ვერ ჩაითვლება ვერც ერთ შემთხვევაში წარმატებად ის, რასაც დღეს ასაღებს წარმატებად მძარცველთა კასტა – ყველა პენსიონერს 4 წლის მანძილზე 4-ჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე მათ აქვთ სესხად გამოტანილი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის […]

თეიმურაზ კუპატაძე – ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა – აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკები კუსტარულადაა დამზადებული და მომხმარებლებში ფატალურ შედეგებს იწვევს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა და ნარკომომხმარებლებთან კომუნიკაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით ხდება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც მომხმარებლებში ფატალურ შედეგებს იწვევს. მისივე განმარტებით, უმეტეს შემთხვევებში ნარკორეალიზატორები გასაღების სქემაში რთავენ ახალგაზრდებს, ონლაინ სივრცეში და […]

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბარჯისხევთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა – არიან დაშავებულები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბარჯისხევთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა რის გამოც, 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და “ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა, სადაც მგზავრები იმყოფებოდნენ. დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მიკროავტობუსს მოქალაქეები თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ერთ-ერთ ეპიზოდზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნული პირები გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში უკვე მსჯავრდებულები არიან. თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს თავდაპირველად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ სურდათ საქმის განხილვა, თუმცა, მათ მოგვიანებით აღნიშნულზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქმეს ახლა […]

ადგილწარმოშობის დასახელება „ტვიში“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელება „ტვიში“ „საქპატენტში“ 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ადგილწარმოშობის დასახელება „ტვიშის“ შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. სოფელ ტვიშის მოსახლეობა ასე ამბობს: ჩვენ ორი დილა და ორი საღამო გვაქვსო… ეს მხატვრული აღწერა ამ სოფლის მართლაც გამორჩეულ ადგილმდებარეობას უკავშირდება. ტვიში – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი მდინარე […]

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, MMT ჰოსპიტალში, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველ რობოტ-ასისტირებად ქირურგიულ ოპერაციას განახორციელებს

26 თებერვალს, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, MMT ჰოსპიტალში, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველ რობოტ- ასისტირებად ქირურგიულ ოპერაციას განახორციელებს. MMT ჰოსპიტალის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვლიდან, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილისა და MMT ჰოსპიტლის წარმატებული საქმიანობისა და ინოვაციური მიდგომების შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში რობოტ-ასისტირებადი ქირურგია დაინერგება. „10 წლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, ჰოსპიტლის აღჭურვილობას უკვე შეემატა კიდევ ერთი, უახლესი სამედიცინო ტექნოლოგია […]