ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის დაჭრისთვის მისი მეზობელი დააკავეს

ქუთაისში, ბროსეს ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ზაქრო მამასახლისი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 22 თებერვალს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დავა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო და საკრებულოს წევრი მისივე […]

„მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აშშ-სთან გავაღრმავოთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები” – ლევან დავითაშვილი

„აშშ, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე ხელს შეუწყობს ამერიკის ბიზნესსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში მოქმედ ბიზნეს-სექტორთან რეგულარულად მართავს […]

2024 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული – შსს

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ დღეს, 23 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა განვმარტო, რომ დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული – ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. […]

ზელენსკი: „ზალუჟნის დათხოვნა არა კურსის ცვლილება, არამედ მენეჯმენტის გადახალისებაა“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ოლექსანდრ სირსკით შეცვლა არა უკრაინის კურსის ცვლილება, არამედ სამხედრო სარდლობის მენეჯმენტის გადახალისებაა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა „უნდა იყოს უფრო სწრაფი, რაც ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ არსებულ ბიუროკრატიაზე. სხვა შანსი არ გვაქვს“. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „დრო ფულია, ჩვენს შემთხვევაში კი […]

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცერემონიალზე

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში გათვალისწინებული არ ყოფილა, მათ შორის შარშან ის არ იმყოფებოდა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, თუ რატომ არ მიიწვია პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცერემონიალზე. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ შარშან პრეზიდენტს მოწვევა ჰქონდა ამ ღონისძიებაზე, თავად არ გამოცხადდა. „ჰკითხეთ მას მიზეზი, არ ვიცი, […]

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ალექსეი ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ, სანქციებს 500-ზე მეტ სამიზნეს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ, დღეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავის წინა დღეს, სანქციებს 500-ზე მეტ სამიზნეს დაუწესებს. „სანქციები იქნება ყველაზე დიდი ტრანში პუტინის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ და მიმართული იქნება რუსეთის, მისი ხელშემწყობებისა და მისი ომის მანქანის წინააღმდეგ“, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მისი თქმით, სანქციები დაწესდება […]

გენადი არველაძე – ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ კორეის რესპუბლიკასთან ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარე წელს წარმატებით დავასრულოთ

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ერთობლივი ოქმის გაფორმებით დასრულდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სუნგგინ ჩანგმა მოაწერეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოქმის თანახმად, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 2024 წლის გაზაფხულზე სეულში გაიმართება. […]

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 61 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 61 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “BMS”-ში გადაიყვანა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კლინიკის ექიმებმა განუცხადეს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათივე თქმით, პაციენტი კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის […]

ავარია კახეთში – მგზავრებით სავსე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა

ავარია კახეთში. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაკურციხე- თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. მიკროავტობუსს, რომელსაც სოფელ ფშავლიდან თბილისის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავდა, ტრაილერი დაეჯახა. მიკროავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც მგზავრებმა მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის დგომარეობა საყურადღებოა და ამ დროისათვის აუცილებელი გამოკვლევა მიმდინარეობს. ერთ-ერთი მგზავრი კი, რომელიც სხვებთან […]