მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მკურნალობა – ექიმი ქუთაისში დაჭრილ დეპუტატზე

ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის, ზაზა მესხის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქრო მამასახლისის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და აგრძელებს მკურნალობას. “პაციენტი საეკლესიო საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, ის შეყვანილ იქნა ემერჯენსის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, მათ შორის, ქირურგიული ჩარევა. აღნიშნული ღონისძიების შედეგად ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ამ ეტაპზე გადაყვანილი […]

შსს: 2024 წლის დასაწყისიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 ადამიანი დავაკავეთ

2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, მთელ საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 ადამიანი დააკავეს – მათ შორის, 27 ნარკორეალიზატორი. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული. აქედან 27 ნარკორეალიზატორია. მინდა, განვმარტო, რომ დაკავებულთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზაციას ტრადიციული – ხელიდან […]

“შენზე მაღლა მხოლოდ გვარდიოლა დგას! არასდროს დამავიწყდება, როდესაც მითხარი…” – ანრიმ და ხავიმ “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ პირდაპირ ეთერში პატივისცემა და სიყვარული არ დამალეს [VIDEO]

“შენზე მაღლა მხოლოდ გვარდიოლა დგას! არასდროს დამავიწყდება, როდესაც მითხარი…” – ანრიმ და ხავიმ “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ პირდაპირ ეთერში პატივისცემა და სიყვარული არ დამალეს [VIDEO] ჩემპიონთა ლიგის მერვედფნალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” “ბარსელონას” უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ CBS Sports-ის ეთერში საფეხბურთო ვარსკვლავები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც აღნიშნულ დაპირისპირებას განიხილავდნენ. ერთ-ერთი ასეთი ტიერი […]

რუსეთმა ოდესა დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის უდიდესი საპორტო ქალაქი, ოდესა დაბომბეს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ერთ-ერთი დრონი ზღვისპირა ზონაში, საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა, რასაც ხანძარი და ნგრევა მოჰყვა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. „მტერმა შეუტია ოდესის ოლქს “შაჰედის” ტიპის დრონებით. ასევე, ტაქტიკური და სტრატეგიული ავიაციით – Х-31 და Х-22 ტიპის რაკეტებით, რომლებმაც ბრძოლისუნარიანობა ჰაერშივე დაკარგეს“, – აცხადებენ უკრაინის სამხრეთის […]

ჯო ბაიდენი ნავალნის ცოლსა და შვილს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლს, იულიასა და შვილს, დაშას თეთრ სახლში შეხვდა. ბაიდენი აღნიშნავს, რომ მიუსამძიმრა მათ და ხაზი გაუსვა, რომ „ალექსეის სიმამაცის მემკვიდრეობა იულიასა და დაშაში განაგრძობს სიცოცხლეს, ისევე როგორც რუსეთში მყოფ უამრავ ადამიანში, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვისა და ადამიანის უფლებებისთვის“. · „გავაგრძელებ ჩემი ქმრის საქმეს“ – იულია ნავალნაია აშშ-ის […]

უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვებია

უამინდობის გამო, 23 თებერვალს გზების ნაწილზე დაწესებულია შეზღუდვები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. თოვის გამო, საერთაშორისო […]

ეს არის ორღობეში ჭორაობა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ ჰქონია – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას და მოგონილ ამბებს დატუქსვასთან დაკავშირებით, ეს არის ორღობეში ჭორაობა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ ჰქონია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს. „თუ ბოლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო გზავნილები გახმოვანებულა, გამორჩეული იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში გახმოვანებული გზავნილები. ოპონენტები რეალობის მიღმა […]

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში, ნიუ-დელიში, SATTE (South Asia’s Travel & Tourism Exchange) 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 28 სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას SATTE 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1200-ზე […]

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ჩვენი აზრით, არ შესრულებულა სომხეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე. ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა ამ შეთანხმებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში“, – განაცხადა ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში. სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო […]

ქართულ ბაზარზე სასმლის ახალი ბრენდი „კუკი-ბუკი“ გამოჩნდა

მიმდინარე წელს ქართულ ბაზარზე ახალი გამაგრილებელი სასმლის ბრენდი „კუკი-ბუკი“ გამოჩნდა, კუკი-ბუკი მაღაზიებში სიროფის სახით არის წარმოდგენილი, რომელიც ამავე კომპანიის წარმოებულ გაზირებულ წყალში ზავდება, მომხმარებელს ასევე შეუძლია გაზირებული წყლისთვის სპეციალური სიფონის შეძენა, რომელიც გაზირებული წყლის და სიროფის უკეთ შეზავებაში ეხმარება მომხმარებელს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ქართულ ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა, იგი უფრო ადრე – 2022 წელს […]