დიდ ბრიტანეთში ბანანების კონტეინერიდან 5.7 ტონა კოკაინი ამოიღეს

დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის პორტში რეკორდული რაოდენობის, 5.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. პოლიციამ კოკაინი ბანანის გადამზიდ გემზე იპოვა. როგორც ცნობილია, ეს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ამოღებული ნარკოტიკის ყველაზე დიდი რაოდენობაა. პოლიციის ცნობით, 5.7 ტონა კოკაინი სამხრეთ ამერიკიდან მომავალ გემში 8 თებერვალს აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთის ეროვნული კრიმინალური სააგენტოს (NCA) ცნობით, გემი საუთჰემპტონის პორტიდან ჰამბურგში უნდა ჩასულიყო. “ეს რეკორდული რაოდენობის […]
ინტერნეტით იყიდება კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, რომელიც ფატალურ შედეგებს იწვევს – რას ამბობს თეიმურაზ კუპატაძე ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე?

ინტერნეტით იყიდება კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, რომელიც ფატალურ შედეგებს იწვევს – რას ამბობს თეიმურაზ კუპატაძე ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე? ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა და ნარკომომხმარებლებთან კომუნიკაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით ხდება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს, […]
ანა დოლიძე – „ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს ოპოზიციის გამარჯვება – 26-ში არჩევნებია და ისე კარგად გამოსწორდებიან 27 ოქტომბერს, სულ სხვა ადამიანები იქნებიან

„ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს ოპოზიციის გამარჯვება,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია გაიმარჯვებს, „ძალიან ზრდილობიანი გახდება მმართველი გუნდის ყველა წარმომადგენელი და სულ სხვა ადამიანები იქნებიან“. “ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს ოპოზიციის გამარჯვება. 26-ში არჩევნებია და ისე კარგად გამოსწორდებიან 27 ოქტომბერს, სულ სხვა ადამიანები იქნებიან, […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი – ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სუვერენიტეტს

ოპოზიციის წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი – ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სუვერენიტეტს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გუშინდელი სამუშაო შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მზად არის ამით ძალაუფლება და სუვერენიტეტი გადასცენ უცხო ქვეყნებს და უცხო ორგანიზაციებს. „გუშინდელ შეხვედრაზე […]
შალვა პაპუაშვილი – ყოველი წლის 23 თებერვალს ვიხსენებთ ჩვენ თავდადებულ გმირებს – საბჭოთა არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებს, მათი ხსოვნა სამარადისოა, ხოლო მათი გმირობა თაობიდან თაობას გადაეცემა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეს ეხმიანება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მათი ხსოვნა სამარადისოა, ხოლო მათი გმირობა თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც საქართველოს დაუმორჩილებლობის, საკუთარი და ქვეყნის ღირსებისთვის ჩადენილი სამაგალითო თავდადება. „ყოველი წლის 23 თებერვალს ვიხსენებთ ჩვენ თავდადებულ გმირებს – საბჭოთა არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებს. მათი ხსოვნა სამარადისოა, ხოლო მათი გმირობა […]
აშშ-ში რამდენიმე რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ საქმეები აღიძრა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე, შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, – ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა. „იუსტიციის უწყება ისე, როგორც არასდროს, მოწოდებულია შეაჩეროს ფულის უკანონო ნაკადი, რომელიც აძლიერებს პუტინის ომს და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც აგრძელებს მის მხარდაჭერას“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ერიკ გარლანდიმ […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განმარტავს, მათი ხედვით, რა რეფორმები უნდა გატარდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განმარტავს, მათი ხედვით, რა რეფორმები უნდა გატარდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ევროკომისიის მოთხოვნების საპასუხოდ, მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ გადაჭრის საპარლამენტო კონტროლის გამოწვევებს. მათი შეფასებით, უსაფრთხოების სექტორის ეფექტური ზედამხედველობისათვის პარლამენტის მაკონტროლებელ სტრუქტურას არ გააჩნია შესაბამისი მანდატი და უფლებამოსილება. „საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, […]
რუსეთის ციხიდან გათავისუფლებული უკრაინელი მღვდელი, სავარაუდოდ, საქართველოში შემოვიდა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მღვდელი , მარიუპოლის მახლობლად სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გააძევეს, ის საქართველოში იმყოფება, ინფორმაციას „Україна Православна“ ავრცელებს. ინფორმაცია გამოცემასთან საუბარში დაადასტურა დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა სერგიუსმა. „შემატყობინეს, რომ მან უკვე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, მადლობა ღმერთს, მადლობა უკრაინის სახალხო დამცველს ბატონ […]
დეპუტატ ავთანდილ ენუქიძის ცოლი პარლამენტში დავით ზილფიმიანის თანაშემწედ მუშაობს

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, ავთანდილ ენუქიძის ცოლი მისი კოლეგის – დავით ზილფიმიანის თანაშემწეა. ენუქიძე და ზილფიმიანი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” სიით მოხვდნენ, მოგვიანებით კი საერთო პოლიტიკური ჯგუფი შექმნეს. ავთანდილ ენუქიძე ერთ-ერთი მილიონერი დეპუტატია. მისი და მისი ცოლის, თამთა ღლონტის სახელზე არაერთი ძვირადღირებული ქონებაა რეგისტრირებული, საბანკო ანგარიშებზე კი ასი ათასობით ლარი. […]
შსს განცხადებით, 1 იანვრიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 270 პირია დაკავებული

საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ ბრიფინგი გამართა თეიმურაზ კუპატაძემ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან შსს-სა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია. კუპატაძემ ჩამოთვალა სხვადასხვა მეთოდი, რომლითაც ნარკორეალიზატორები მოქმედებენ: „დაკავებულ პირთა შორის არიან […]