ავარია კახეთში – მგზავრებით სავსე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა

ავარია კახეთში. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაკურციხე- თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. მიკროავტობუსს, რომელსაც სოფელ ფშავლიდან თბილისის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავდა, ტრაილერი დაეჯახა.
მიკროავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც მგზავრებმა მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის დგომარეობა საყურადღებოა და ამ დროისათვის აუცილებელი გამოკვლევა მიმდინარეობს. ერთ-ერთი მგზავრი კი, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება , რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”