ევროკომისია ევროკავშირის ფონდებიდან პოლონეთისთვის 137 მილიარდი ევროს განბლოკვას გეგმავს

ევროკომისია ევროკავშირის ფონდებიდან პოლონეთისთვის 137 მილიარდი ევროს განბლოკვას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კარგი ამბები მაქვს: შემდეგ კვირას ევროკომისია ორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპულ ფონდებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა დაბლოკილია პოლონეთისთვის. ეს გადაწყვეტილებები პოლონეთისთვის 137 მილიარდ ევრომდე გამოათავისუფლებს. საუბარია ერთიანობის ფონდიდან სახსრებზე და “ევროკავშირის მომავალი […]

ევროპას ესაჭიროება ხელახალი შეიარაღება, აცხადებს კოპენჰაგენი

ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, დანიის განცხადებით, ევროპას ახლა უფრო სწრაფად ესაჭიროება ხელახალი შეიარაღება. ქვეყნის პრემიერმა 23 თებერვალს ხელი მოაწერა უკრაინასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის 10-წლიან შეთანხმებას. დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ორი ლიდერის შეხვედრა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვივში გაიმართა, ქვეყანაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის მეორე წლისთავთან დაკავშირებით. მსგავს ორმხრივ შეთანხმებას უკვე […]

სანქცირებული “სბერბანკიდან” საქართველოში თანხების გადმორიცხვების შესახებ სებ-ი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი ეხმაურება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქცირებულმა რუსულმა “სბერბანკმა” თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო. მარეგულირებლის ცნობით, განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა, თუმცა სებ-ი საკითხის დამატებით მოკვლევას ახორციელებს. “გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და […]

,,ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა პირველი მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა 2024 წლის პირველი მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. „დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, […]

ჯო ბაიდენის განცხადებით, პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ ისინი, რომლებიც ხელს უშლიან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ახალი კანონპროექტის მიღებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ ისინი, რომლებიც ხელს უშლიან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ახალი კანონპროექტის მიღებას. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ორწლიანი ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა. „უკრაინას სჭირდება დიდი მარაგები აშშ-სგან, რათა გაამაგროს ხაზი რუსეთის უწყვეტი თავდასხმების წინააღმდეგ, […]

ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საზღვართან იქნება, იქნებიან თუ არა პოლონელი კოლეგები – ჩემთვის უცნობია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საზღვართან იქნება, იქნებიან თუ არა პოლონელი კოლეგები – ჩემთვის უცნობია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მინისტრებთან და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პარასკევს, 23 თებერვალს, პოლონეთის საზღვართან იქნება. “იქნებიან თუ არა პოლონელი კოლეგები – მათი პირადი გადაწყვეტილებაა. […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება. ექიმების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება გაუქმდეს. როგორც ექიმებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი სახელმწიფო კლინიკას წარმოადგენს და მათაც სურთ, რესპუბლიკური საავადმყოფო განახლდეს, თუმცა არა იმ გზით, რა გზითაც ჯანდაცვის სამინისტრო ამას ცდილობს. ექიმების თქმით, იმედი აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრი მათ არგუმენტებს მოისმენს და […]

ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო სტატიის ავტორი ბათუ ქუთელიას უახლოესი მეგობარია – ახლა ხომ გასაგებია, ვინ და როგორ შეუკვეთა სტატია?

დღეს “ნაცმოძრაობის”კონტროლირებადმა მედიამ ერთ ხმაში აიტაცა სტატია, რომელიც რომელიღაც უცხოურ ინტერნეტ გამოცემაში დაიბეჭდა და სადაც ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, როგორც თითქოსდა სახელმწიფოს მიმტაცებელსა და ოლიგარქზე, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, შეკვეთილი სტატიის ავტორი “ნაციონალი” ბათუ ქუთელიას მეგობარია, შესაბამისად, გასაგებია, თუ ვინ დგას აღნიშნული სტატიის უკან. “დღეს ნაცმოძრაობის კონტროლირებადმა მედიამ ერთ ხმაში აიტაცა […]

გორის ერთ-ერთ რესტორანში ლიფტი ჩავარდა – დაშავებულია ერთი პირი

გორის ერთ-ერთ რესტორანში ლიფტი ჩავარდა, დაშავებულია ერთი პირი, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, გორის პროკურატურამ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, ბრალი მშენებელ-ინჟინერს წაუყენა. ადვოკატის თქმით, შემთხვევა სპორტკაფეში მოხდა. პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მშენებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა