აშშ-მ რუსეთთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

დღეს, 23 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ახალი სანქციები 500-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა. სანქციები, დიდწილად, მიმართულია Мир-ის საგადასახადო სისტემის, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების, ენერგიის წარმოების შესაძლებლობების და სამხედრო-ინდუსტრიული ბაზის შესუსტებისკენ, ასევე რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ. როგორც აშშ-ს სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტების განცხადებებში ვკითხულობთ, ახალი სანქციები […]

სებ: სანქცირებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა

ეროვნული ბანკი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, სანქცირებულმა რუსულმა СберБанк-მა თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო. სებ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა”. “გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოთხოვნათა შესრულება. […]

კვარაცხელიას მიმართ კალცონა დე ლაურენტისის მითითებით მოქმედებს – ფედელემ აურელიოს ცრუ უწოდა – აჟიოტაჟი გრძელდება

Il Mattino-ს მიერ დღეს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოქვეყნებულმა წერილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შეგახსენებთ, გამოცემამ აღნიშნა, რომ კლუბმა შეცდომები არ უნდა გაიმეოროს, როდესაც შეცვლისას კვარაცხელიას უპატივცემულო ჟესტები რეაგირების გარეშე დატოვეს, შეიძლება დააჯარიმონ და “კალიარისთან” მატჩში სათადარიგო იყოს, რაც სხვებისთვის ნიშანია, რომ ხელშეუხებელი გუნდში არავინაა და კალცონამ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან სრული კარტ-ბლანში მიიღო. რბილად რომ […]

ეროვნული ბანკი – განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქცირებულმა რუსულმა „სბერბანკმა“ თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა. „გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთისა […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელოვან სპორტსმენსა და კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს 89-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს სპორტის რაინდს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორს, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ სახელოვან და ღირსეულ კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს, დაბადებიდან 89 წლისთავს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც […]

მედია – 24 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავლენ

24 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო კიევში ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა “ინტერფაქს-უკრაინა” დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. “ურსულა ფონ დერ ლაიენი და ალექსანდრ დე კროო შაბათს კიევში ჩავლენ, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ ევროკავშირის უცვლელი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც მეორე წელია რუსულ აგრესიას იგერიებს,” – განაცხადა წყარომ. ცნობისთვის, […]

“ვაიმე, კახი, გადაგვეკეტება მალე წერეთლის ელიტას” – გურამ შეროზია

ვაიმე კახი, ნუ მიშლი ნერვებს, თორემ გადაგვეკეტება მალე წერეთლის ელიტას ვაკე რომ მოკირწყლე ასე კაფელ-მეტლახით, წერეთელზე ტროტუარზეც ასფალტის დათხლეშა ვის გაუბედე? ფული თუ არ გეყო – აყარე ვაკეში და იქ დააგე ხრეშიანი გზა თუ კარგია! მითხარით, რომ გზაშია ფილების პარტია და ასე არ დარჩება.”

ამერიკა ირანს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე აფრთხილებს

22 თებერვალს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა ირანი, რომ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიცემას, საერთაშორისო თანამეგობრობის “სწრაფი და მკაცრი” პასუხი მოჰყვება. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ წინა დღით გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ რაკეტები მოსკოვში გააგზავნა. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან ვირტუალურ ბრიფინგზე საუბრისას თქვა, რომ რაკეტების გადაცემის […]

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების […]

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის განიხილეს რეგიონულ გეოსტრატეგიულ პროექტებში საქართველოსა და თურქეთის აქტიური თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი და საიმედო […]