ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო სტატიის ავტორი ბათუ ქუთელიას უახლოესი მეგობარია – ახლა ხომ გასაგებია, ვინ და როგორ შეუკვეთა სტატია?

დღეს “ნაცმოძრაობის”კონტროლირებადმა მედიამ ერთ ხმაში აიტაცა სტატია, რომელიც რომელიღაც უცხოურ ინტერნეტ გამოცემაში დაიბეჭდა და სადაც ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, როგორც თითქოსდა სახელმწიფოს მიმტაცებელსა და ოლიგარქზე, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, შეკვეთილი სტატიის ავტორი “ნაციონალი” ბათუ ქუთელიას მეგობარია, შესაბამისად, გასაგებია, თუ ვინ დგას აღნიშნული სტატიის უკან.
“დღეს ნაცმოძრაობის კონტროლირებადმა მედიამ ერთ ხმაში აიტაცა სტატია, რომელიც რომელიღაც უცხოურ ინტერნეტ გამოცემაში დაიბეჭდა და სადაც ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, როგორც თითქოსდა სახელმწიფოს მიმტაცებელსა და ოლიგარქზე. როგორც კი ამ ინფორმაციას ყური მოვკარი, სტატია მოვძებნე და გავხსენი.
გავხსენი და ჰოი საოცრებავ – სტატიის ავტორი, ბრაიან უაითმური გახლავთ, რომელიც “ატლანტიკური საბჭოს” წევრი და ნაციონალი ბათუ ქუთელიას უახლოესი მეგობარია. ახლა ხომ გასაგები ხდება, ვინ და როგორ შეუკვეთა ეს სტატია? ხომ ხვდებით რადიკალებო, რომ ნაძარცვი ფულით დაკვეთილი სტატიებით საზოგადოებას ვერ მოატყუებთ? თქვე დალოცვილებო, ისეთ კაცს მაინც დააწერინეთ ეს ბოდვები, პირდაპირ რომ არ იყოს თქვენთან კავშირში, თორემ 1 საათიც ვერ ძლებს თქვენი ტყუილები.” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე