უკრაინამ საქართველოს მთავრობას საინჟინრო ტექნიკა სთხოვა – “იმედია, მალე მივიღებთ პასუხს”

უკრაინა საქართველოს მთავრობას მიმართავს და საინჟინრო ტექნიკის გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ალექსანდრ შულგამ განუცხადა. შულგას თქმით, ქართული მხარისგან ჯერჯერობით, პასუხი არ აქვთ. “ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობას, ძალიან ბევრი წერილი გავაგზავნეთ და ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, როგორ შეუძლია დახმარების გაწევა. ვიღაც ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, […]
“Სამი შვილი მყავს და რომ წარმოვიდგენ, სად, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ…” – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომის გადადებას ეხმაურება: Სამი შვილი მყავს და რომ წარმოვიდგენ, სად, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ – ეგ არის მთავარი მოტივატორი ჩემთვის, რომ არ მოუწიოთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლაზარეს მსგავსად გამოარჩევენ ერთ ადამიანს, ჩასვამენ ციხეში და სამაგალითოდ დასჯიან იმისთვის, რომ შემდეგ ვიღაცები […]
ივანიშვილი რუს ოლიგარქად გაფორმდა – ნაცვლიშვილი

“The national interest”-ის სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქების სამეულში მოხვდა, “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება: “ეს ადასტურებს იმას, რომ ფორმალური შეფუთვაც არ უნდა მოუძებნონ მას და რა ტიპის პარტიული თუ სხვა თანამდებობა არ უნდა მისცენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და პარტნიორების თვალში, ის არის და რჩება რუს ოლიგარქად, რომელსაც მიტაცებული აქვს ეს ქვეყანა. შესაბამისად, ვერანაირი […]
“პუტინი თუ არ გადაიხდის მკვლელობების ფასს, გზას გააგრძელებს” – აშშ–ის სანქციები რუსეთს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა – სანქციები დაედოთ პირებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ალექსეი ნავალნის სიკვდილთან და რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან. შტატებმა რუსეთის ფედერაციას 500 ახალი სანქცია დაადო, რომელთაც შორის 100-მდე კომპანია და ფიზიკური პირი არიან. ორი წლის წინ პუტინმა სცადა უკრაინის რუკიდან წაშლა… პუტინი თუ არ გადაიხდის ფასს მკვლელობებისა და განადგურებისთვის, ის გააგრძელებს […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის განიხილეს რეგიონულ გეოსტრატეგიულ პროექტებში საქართველოსა და თურქეთის აქტიური თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები ორ ქვეყანას შორის […]
არჩილ თალაკვაძე „საქართველო და ევროკავშირი” პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა და სამახსოვრო სიგელები გადასცა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად და პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს თემაზე – „საქართველო და ევროკავშირი” განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დასკვნით ღონისძიებაზე, 30-მდე სკოლის 40-მდე ახალგაზრდას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შეხვდა და სამახსოვრო სიგელები საჩუქრებთან ერთად გადასცა. „თქვენი აზრი, თქვენი პერსპექტივა და თქვენი […]
რუსულმა დასანქცირებულმა “სბერბანკმა” საქართველოში ფულის გადმორიცხვის შესაძლებლობა დაამატა

რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა “სბერნბანკმა” მომხმარებლებს საქართველოში საბანკო ანგარიშზე IBAN-ით გადმორიცხვის საშუალება მისცა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ბლოგერი, ნიკოლაი ლევშიცი ავრცელებს. მისივე ცნობით, “სბერბანკიდან” საქართველოში ფულის გადმორიცხვის ფაქტი უკვე დადასტურდა. ბლოგერი წერს, რომ პროგრამაში ქვეყანა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აპლიკაცია განახლდა.
ბოკუჩავა: ივანიშვილის მმართველობის პირობებში, საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “დღეს თქვენს წინაშე ვსაუბრობ ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენი კოლექტიური მოვალეობის გაცნობიერებით, რომ დავიცვათ საერთო ღირებულებები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. სწორედ ამ ღირებულებებს ემუქრება საფრთხე საქართველოში, სადაც რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის […]
მიხეილ სარჯველაძე – მოსამართლეთა უმრავლესობა კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს – მათი ავ-კარგიანობის რევიზია დამოუკიდებლობის ხარისხს დააკნინებს

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სასამართლო ხელისუფლებაში მოსამართლეთა უმრავლესობა თავისი კვალიფიკაციით, კეთილსინდისიერებით და ყველა მახასიათებლით მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს – მათი ავ-კარგიანობის რევიზია მათი დამოუკიდებლობის ხარისხს დააკნინებს, – ასეთია დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის პოზიცია ე.წ. ვეტინგის მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. სარჯველაძის თქმით, თუ სასამართლო სისტემაში რაიმე პრობლემა არსებობს, მასზე საუბარი სისტემაში ისეთი „ქირურგიული ჩარევის” გარეშე უნდა მოხდეს, რა ინიციტივითაც […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი […]