ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – კობახიძე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, “რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით.” “ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 […]

დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომის დროს გადაღებული ფილმების პირველი ფესტივალის, კინო გამარჯვებისთვის მონაწილეებს მიმართა. ზელენსი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ბუჩას და მარიუპოლს არასოდეს დაივიწყებს. “დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს. ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება და შესაბამისად, მილიარდობით გულში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი […]

„მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აქვეყნებს განცხადებას, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრემიერი უკრაინას მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უსურვებს. „ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, […]

„გამარჯვება თქვენია!“ – ზურაბიშვილი უკრაინელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართვას აქვეყნებს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე. „ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი […]

„არმიჰოლში“ „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გაიმართა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ დასრულდა. კურსის გამოშვების ცერემონია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი პროგრამის მეორე გამოშვების მსმენელებს კურსის დასრულება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და […]

კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონის საჯარო სკოლების მედალოსნებს ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა

თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ, ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობა წარსულ ღირებულებებსა და ისტორიულ ფასეულობებს აზიაროს, საკრებულოს განათლებისა კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით ჩატარდა. როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, 25 თებერვალი ქვეყნისთვის […]

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან უფროს ლეიტენანტ ომარ ბაკურაძეს, ლეიტენანტ ემილ ფოჩხუას, უფროს სერჟანტ გიორგი ალავერდაშვილს, უმცროს სერჟანტ მალხაზ თარხნიშვილსა და კაპრალ მურთაზ ედიშერაშვილს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და […]

სუნიტი მუსლიმები ბარაათის ღამეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ცოდვების მიტევების, ბარაათის ღამეს ულოცავს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „სუნიტი მუსლიმები დღეს ცოდვების მიტევების, ბარაათის ღამეს აღნიშნავენ. ეს მუსლიმთათვის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და მნიშვნელოვანი, ცოდვებისგან გათავისუფლებისა და მიტევების ღამეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს ამ დღეს და სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ“,- ნათქვამია […]

2 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რაც პირველივე დღიდან ვიცოდით – პუტინმა ძალიან ცუდად გათვალა – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ორი წლისთავს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ორი წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათელია, რომ “პუტინმა ძალიან ცუდად გათვალა.” ბაიდენი ამბობს, რომ საკუთარი თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, NATO კი ახლა უფრო ძლიერი და ერთიანი, ვიდრე ოდესმე. მან ასევე გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, […]