როგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში

24-26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, 25-26 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ქალაქ თბილისში 24 თებერვალს მცირე წვიმა, ხოლო 25-26 თებერვალს მცირე თოვლი და ნისლია […]

Українська правда სააკაშვილის წერილს “ჩემი პერსპექტივები ნავალნის მკვლელობის შემდეგ” აქვეყნებს

Українська правда საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილს “ჩემი პერსპექტივები ალექსეი ნავალნის მკვლელობის შემდეგ” აქვეყნებს. “2022 წლამდე პუტინი მე და ნავალნის თანაბრად საშიშად მიგვიჩნევდა. ორივე მის კლანჭებში ჩავვარდით. უახლესი წარსულის უმეტეს ნაწილში ალექსეი ნავალნის მიმართ მოწონებით არ ვყოფილვარ განწყობილი. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო მისი პოზიცია 2008 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის საქართველოს თავდასხმაზე. მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ, შეიცვალონ. […]

სიმინდის იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი შემცირდა – სად ვყიდულობთ და ვყიდით პროდუქტს?

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით სიმინდის იმპორტი 70%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი თითქმის 140%-ითაა შემცირებული. ხოლო საექსპორტო ფასი 3.2-ჯერაა გაზრდილი. 2022 წელს $12.6 მლნ-ის 33 მლნ ტონა სიმინდი შემოვიდა ქვეყანაში, 2023 წელს – 18,7 მლნ-ის 57 მლნ ტონა. გასულ წელს სიმინდის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთი იყო: რუსეთიდან $11 მლნ-ის თითქმის 52 ტონა სიმინდი […]

ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! – პრეზიდენტი

ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავს. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა სახეზეა. „ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა. რუსეთმა ვერ შეძლო […]

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის […]

შალვა პაპუაშვილი – უკრაინელი ხალხის თავდადება საკუთარი თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია – საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში

ორი წელია, მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, „ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე“. ,,ორი წელია მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე […]

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გელაძეებში ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გელაძეებში ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების განცხადებით, სოფელში ერთი თვის წინ მეწყრულმა პროცესებმა საავტომობილო გზა დააზიანა. „აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სოფელ გელაძეებში გადაუდებელი საჭიროებისათვის ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, გზების დეპარტამენტი ცდილობს მალევე დასრულდეს გზის აღდგენითი სამუშაოები. ალტერნატიული გზა სოფელ კორტოხიდან […]

ზურაბიშვილი: 2 წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, სოლიდარობა ერთსულოვანია

ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!

ხერსონის ოლქში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა

ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ვიდეო კადრებს აქვეყნებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „სუ-34“ ჩამოაგდეს. შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ირაკლი კობახიძე: „უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“

“საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით, – ამის შესახებ ფეისბუქზე წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. „ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის […]