ოლაფ შოლცი – ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს

ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. „შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა – მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ თავდაცვის […]
იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, 24 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად კიევში იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები ჩავიდნენ. იტალიის მთავრობის ინფორმაციით, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერმინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ. იტალიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ამავე დღეს, მოგვიანებით მელონი კიევიდან დიდი […]
„სრულიად შეშალა საზოგადოების ნაწილი, ლაიქების“ და ნახვების ციფრმა, ამაზე აქვთ აგებული ცხოვრება“ – ქეთი ფარესაშვილმა სიმართლე თქვა

· 1 ქეთი ფარესაშვილი სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს და წერს, რომ ბევრ ადამიანს „ლაიკებისა“ და ნახვების ციფრებზე აქვს აგებული ცხოვრება. ერთ დღესაც რომ გაუქმდეს „ლაიქებით“ და ნახვებით მოპოვებული, არაეალური, ხშირად უფრო ყალბი „რეიტინგები“, ეს ხალხი დიდი იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდება. „ვხედავ, რომ „ლაიქების“ და ნახვების ციფრმა სრულიად შეშალა საზოგადოების ნაწილი. ამაზე აქვთ აგებული ცხოვრება, […]
ნაუსედა: უკრაინელებმა გაუტეხლობის მაგალითი მიეცით მსოფლიოს, არასდროს დაგტოვებთ ბრძოლაში

ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ამ საშინელი ომის 2 წლისთავზე მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით. თქვენ დაუმარცხებლობისა და გაუტეხლობის დიდებული მაგალითი მიეცით მსოფლიოს. თქვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა ყველა ლიტველისთვის ანათებს, როგორც იმედის შუქურა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და არასდროს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში სამართლიანობისთვის, გრძელვადიანი მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის და უფრო წარმატებული მომავლისთვის ევროპაში.
როგორი ამინდი იქნება 24 თებერვალს?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 თებერვალს ამინდი დროგამოშვებით ღრუბლიანი იქნება. ზოგან შესაძლებელია ნალექი და ნისლი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10- 15მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +9, +14; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით +3, […]
კობახიძე: საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით

ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი […]
სასამართლომ ტრამპის ჯარიმა გაზარდა 355 მილიონიდან 454 მილიონ დოლარამდე

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფრმაციით, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე 454 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. სასამართლოს მიერ დადგენილი თანხა მოიცავს 354,9 მილიონი დოლარის ადრე დაკისრებულ ჯარიმას და დარიცხულ პროცენტს. მთლიანობაში, Trump Organization-ში თაღლითობის საქმეზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა უნდა გადაიხადოს 464,6 მილიონი დოლარი, კერძოდ, […]
“ბევრი რამ მომეწონა, თუმცა თამაში წავაგეთ” – რა თქვა ჯიკიჩმა დანიასთან მარცხის შემდეგ

დანიასა და საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა ტრადიციული პრეს-კონფერენცია, რომელსაც ჩვენი გუნდის მხრიდან მთავარი მწვრთნელი, ალეკსანდარ ჯიკიჩი და ნაკრების დებიუტანტი, გიორგი ოჩხიკიძე დაესწრნენ. პირველ რიგში ვულოცავ დანიას. მეტოქემ მოხსნებში გვაჯობა, ჩვენი დაკავრგვების შემდეგ ძალიან ბევრი ქულა ჩაგვიგდო, სტატისტიკის მიხედვით ბურთი 26-ჯერ დავკარგეთ. ამის გარდა, მეორე ნახევარში 47 ქულა მივიღეთ, რაც სრულიად გაუმართლებელია, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ […]
იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის მთავრობა ავრცელებს. იტალიის მთავრობის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში გვიან ღამით მეზობელი პოლონეთიდან […]
“ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა…” – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავს ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს. “ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!” – აცხადებს […]