გიგა ბოკერია – ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკერები შეეწირნენ – დღესაც იმავე ტიპის გამოწვევის წინაშე ვართ, ამ ისტორიულ მომენტში, უნდა მოვახერხოთ ქვეყნის შიგნით შეკვრა

ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკერები და ის ადამიანები შეეწირნენ, ვისაც პატივს დღეს მთელი საქართველო მივაგებთ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს”თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა. მისივე თქმით, ამ ისტორიულ მომენტში უნდა მოვახერხოთ ქვეყნის შიგნით შეკვრა. “დღეს, მთელი საქართველო პატივს მიაგებს ადამიანებს, ვინც თავი შესწირეს ჩვენს პირველ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას, […]

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისის ნაწილს გაზი არ აქვს – აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, თბილისში 2 451 აბონენტს გაზი არ აქვს. კომპანიის თქმით, დიდუბის, ისნისა და სამგორის რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 16:00 საათზე, აღდგება. დიღომში – 14:00 საათზე. სანზონაში კი 18:00-ზე.

აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის 50% ევროპის ქვეყნებზე მოდის

ნავთობისა და გაზის რესურსებით მდიდარმა აზერბაიჯანმა ბოლო წლებში ევროპაში „ლურჯი საწვავის“ ექსპორტი გააფართოვა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანას „მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ და „ევრაზიის ენერგეტიკულ რუკას გადააკეთებს“. ევროპა, რომელიც უკრაინის ომის გამო „გაზის კრიზისს“ განიცდის, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის გზებს ეძებს. ამან, თავის მხრივ, გაზარდა ინტერესი აზერბაიჯანის მიმართ სამხრეთ გაზის დერეფნის დაინტერესებულ მხარეებში. SGC-ის ყველა ნაწილის […]

ზელენსკის თქმით, უკრაინა პარტნიორების იარაღს არასოდეს გამოიყენებს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მისი პარტნიორებისგან მიწოდებულ იაღარს სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე არასოდეს გამოიყენებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინა მოკავშირეებს მუდმივად სთხოვს შორი მოქმედების ATACMS-ის რაკეტებით უზრუნველყოფას. რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე, 2024 წლის 24 თებერვალს, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ამ იარაღს მხოლოდ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით გამოიყენებს. „უკრაინას […]

თავდაცვის მინისტრი – უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ და სამყარომ დაინახა, რაოდენ დიდი იყო სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი

უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, მთელმა სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო საქართველოს სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ „მათი საქციელი და თავდადება საუკუნეები იცოცხლებს“. „საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის […]

საქმეზე „რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ“ დასკვნით სასამართლო სხდომა სავარაუდოდ, 26 თებერვალს გაიმართება

რუსთავის საქალაქო სასამართლო საქმეზე რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ დასკვნით სხდომას სავარაუდოდ ხვალ გამართავს. სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე არის ჩანიშნული, სავარაუდოდ ხვალვე გამოცხადდება გადაწყვეტილებაც. რუსთავის მერიამ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შესაბამისი განცხადება რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. რუსთავის მერის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც ოპოზიცია, კერძოდ კი,”ნაციონალური მოძრაობისა” და პარტიის […]

„სასწაულის მოლოდინში“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო მუმლაძე?

· 1 მსახიობი და ტელეწამყვანი ნინო მუმლაძე შვილის მოლოდინშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გააიზიარა. ,,სასწაულის მოლოდინში”, – დაწერა მსახიობმა.

შალვა პაპუაშვილი – განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი ვართ – ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, დავასრულოთ ოკუპაცია

განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი ვართ, ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, დავასრულოთ ოკუპაცია , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, „ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია – საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხი საბჭოთა რეჟიმთან და ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია“. „მიუხედავად ქართველ პატრიოტთა დიდი […]

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 18 დრონიდან 16 ჩამოვაგდეთ

25 თებერვლის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 რუსული დრონიდან 16 გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. რუსეთმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-არხანგელსკის ტერიტორიიდან ააფრინეს. დრონები ჩამოგდებულია კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებში. შეტევის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ არის. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და […]