27-28 თებერვალს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 27 თებერვლის 23:00 სთ-დან 28 თებერვლის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 28 თებერვლის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის […]

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა – ამ თარიღიდან 103 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, პატიმრობა და გადასახლება მოჰყვა. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 […]

„კობა ძიგრაშვილი ცოცხალია ჰოსპიტალშია და ოჯახსაც ესაუბრა უკვე“ – სოცქსელში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

კობა ძიგრაშვილი, რომელსაც ამერიკაში 5 დღეა ეძებდნენ, უვნებელი იპოვეს. ის ჰოსპიტალშია მოთავსებული და ოჯახის წევრებსაც ესაუბრა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. „კობა ძიგრაშვილი ცოცხალია ჰოსპიტალშია და ოჯახსაც ესაუბრა უკვე. მადლობა თეონა არახამიას, ნათია ნუცუბიძეს, სალომე ნუცუბიძეს, ია ბაიარდს, ნიკა ბოჭორიშვილს, მილენა ბურდულს და უამრავ გულანთებულ ქართველს, ვინც ეს დღეები კობას ეძებდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“ან დაემორჩილებით, ან დაისჯებით” – სამი ახალი წესი, რომელიც კალცონამ “ნაპოლის” გასახდელში დაამკვიდრა

ნეტავ, იცოდეთ როგორ მომაბეზრეთ თავი ყველამ? ყველა შემეშვით, აღარ მინდა თქვენი ქება, ჭკუის დარიგება! პატარა თუ დიდს, ვისაც არ ეზარებათ ყველა მასწავლის თუ როგორ უნდა ვითამაშო, ეს უკვე ნამეტანია! ისე იზავთ, რო ფეხბურთის თამაშს შემაძულებთ! წნეხის ქვეშ ვიმყოფები, თუ ქართველი ფანების მხრიდან და თუ აქაური იტალიელი ქომაგების მხრიდანაც, ამდენს ვეღარ ვუძლებ და ამიტომ ჩემი თხოვნაა […]

კლუბში KHIDI ფილმის “ლაზარეს 12 მსაჯული” პრემიერა გაიმართება

25 თებერვალს, 19:00 საათზე, კლუბში KHIDI, გაიმართება ლაზარე გრიგორიადისის საქმის რეალურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი სასამართლო დრამის, ლაზარეს 12 მსაჯულის პრემიერა, სადაც საქმეს სანქცირებული სასამართლო კლანის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ფილმის პრემიერის დასრულების შემდეგ, 22:00 საათზე ლაზარეს მხარდამჭერი კონცერტი დაიწყება. ლაინაფი: 4D monster lobsters, დაგდაგანი, LOUDspeakers, რობი კუხიანიძე და OUTSIDER და გამოუვალი მდგომარეობა. “პროექტზე მუშაობა თავისუფლების […]

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

ბერლინის რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. ბერლინალეს მთავარი ჯილდო, ოქროს დათვი გადაეცა წარმოშობით სენეგალელ ფრანგ რეჟისორს მატი დიოპს დოკუმენტური ფილმისთვის Dahomey. წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე კენიელ-მექსიკელი მსახიობი ლუპიტა ნიონგო იყო. ფესტივალის ფარგლებში საპატიო ჯილდო გადაეცა ლეგენდარულ ამერიკელ რეჟისორს მარტინ სკორსეზეს. 74-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები არიან: ოქროს დათვი Dahomey, რეჟ. მატი დიოპი ჟიურის გრანპრი, […]

აშშ-მა და ბრიტანეთმა მორიგი საპასუხო იერეში მიიტანეს იემენელი ჰუთების ობიექტებზე

შაბათს, 24 თებერვალს შეერთებულმა შტატების და ბრიტანეთის ძალებმა მორიგი ერთობლივი იერიში მიიტანეს იემენში ჰუთების კონტროლირებულ ობიექტებზე. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები ღაზაში ომის დაწყების შემდეგ თავს ესხმიან სავაჭრო ხომალდებს წითელ ზღვაში, რაც დასავლეთში ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის. ჰუთები, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, ამბობენ, რომ თავდასხმები მანამ არ შეწყდება, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს ომს ღაზაში. ჰუთები აცხადებენ, […]

27-28 თებერვალს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

27-28 თებერვალს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 27 თებერვლის 23:00 სთ-დან 28 თებერვლის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 28 თებერვლის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის […]

უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინელებმა რუსების გაშვებული 18 დრონიდან 16 გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატიდან 16 გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „25 თებერვლის ღამეს მოწინააღმდეგემ თავდასხმა Shahed-ის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ყირიმის ჩაუდას კონცხის ტერიტორიიდან განახორციელა“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში. მათი ცნობით, თავდაცვის ძალების მობილურმა […]

ლოიდ ოსტინი – აშშ-მა, ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებს დაარტყეს

შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედროებმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის მხარდაჭერით, იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განთავსებულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, კოალიციის ძალებმა რვა ადგილ დაარტყეს, მათ შორის „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის საცავს, სარაკეტო საცავს, უპილოტო საჰაერო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა […]