„დიდი შვიდეული“ – დავეხმარებით უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და სხვა ქვეყნებს, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ რუსეთის ომის შედეგად

რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს უკრაინის ეკონომიკის დანგრევა, რათა აანაზღაუროს მისი წარუმატებლობა ბრძოლის ველზე. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და დავეხმარებით სხვა დაუცველ ქვეყნებს, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ რუსეთის ომის შედეგად, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გამართული ონლაინ სამიტის შემდეგ გამოაქვეყნეს. „დიდი […]
შსს-ს ადმინისტრაციულ სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, საბჭოთა ოკუპაციის 103 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზეც.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვა

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ […]
შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის დაბადების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის დაბადების დღეს აღნიშნავენ. „დღეს შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის (მუჰამად იბნ ალ-ჰასან ალ-მაჰდი) დაბადების დღეს აღნიშნავენ. შიიტური მიმდინარეობის მიხედვით, იმამ მაჰდი წინასწარმეტყველ მუჰამედის უკანასკნელი მემკვიდრე და მე-12 იმამია. შიიტები მას აიგივებენ მესიასთან (მაჰდი), რომელიც „სრულიად დაემალა სამყაროს” 941 წელს და უნდა გამოჩნდეს სამყაროს დასასრულის წინ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრეზიდენტი ზელენსკი მალე ბაქოს და ერევანს ეწვევა – დიპლომატიური წყაროები

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დიპლომატიური წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, ახლო მომავალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვიოს. რადიო თავისუფლების წყაროების თანახმადვე, ვიზიტი ერევანსა და ბაქოში 4 მარტისთვისაა დაგეგმილი. უკრაინის ელჩმა სომხეთში, ვალერი ლობახმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია და განუცხადა: „გაზაფხული დადებით მოვლენებს მოუტანს სომხეთს“. „ბევრი რამ არის სათქმელი, მაგრამ […]
რუსთავში აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. რუსთავის მერიის ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას მონიტორინგის მიზნით, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, პროექტით სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული. ,,რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პროექტი მოიცავს […]
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული
ევროკავშირი Apple-ს 500 მლნ ევროთი დააჯარიმებს – Bloomberg

ევროკავშირი Apple-ისთვის ემზადება 500 მილიონი ევროს ოდენობით ანტიმონოპოლიური ჯარიმის დაწესებისთვის. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ევროკავშირი ემზადება ისტორიაში პირველად დააჯარიმოს Apple-ი და გააუქმოს App Store-ის წესები, რომლებიც ზღუდავს კონკურენციას. გავრცელებული ინფორმაციით, 500 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ თვეში გამოცხადდეს. გამოძიება 2019 წელს შვედეთის Spotify Technology SA-ს საჩივრის შემდეგ დაიწყო, როცა კომპანია იძულებული გახდა […]
ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართება

ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, რომლებდაც ერთი საერთო ხაზი – თავისუფლებისათვის ბრძოლა და ქვეყნის სიყვარული აერთიანებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და მთლიანად დაეთმობა ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს. “ეკა ტოგონიძე, ნინია სადღობელაშვილი, კატო ჯავახიშვილი და ზვიად […]