დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გაიმარჯვა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გაიმარჯვა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობას მიუახლოვდა. პრაიმერიზში ტრამპის მეტოქე გაეროში აშშ-ს ყოფილი ელჩი და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი იყო. ყოფილმა პრეზიდენტმა ჰეილიზე დაახლოებით 20%-ით მეტი ხმა მოიპოვა. ამჟამად ხმების 99%-ია დათვლილი, აქედან 59.8% ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ხმების […]

,,უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო საქართველოს სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი“ – თავდაცვის მინისტრი

,,უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო საქართველოს სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი“ – თავდაცვის მინისტრი ,,უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, მთელმა სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო საქართველოს სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საბჭოთა […]

მეღვინეობა „რერო“: წელს ტურისტული მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ – ინვესტიცია ₾100000

მეღვინეობა „რერო“ ტურისტული მიმართულების განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის თანადამფუძნებელმა, ირაკლი სირაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მარნის აშენების იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს გაჩნდა, ხოლო 2021 წელს იდეა რეალობად იქცა და ქვის მარანი ააშენეს. პირველ ეტაპზე, მარნის ასაშენებლად და საჭირო ჭურჭლის (ჭური) შესაძენად 60 000 ლარამდე ინვესტიცია საბანკო სესხის საშუალებით განახორციელეს. ამ ეტაპზე, მეღვინეობაში წელიწადში […]

პაატა მანჯგალაძე – თავისუფლებასა და სახელმწიფოებრიობას გაფრთხილება უნდა – დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე

დღეს ჩვენ მოვედით აქ გმირების დაფასებისთვის, თუ როგორი გაფრთხილება უნდა თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე და არა დაპირისპირებაზე. „რაც შეეხება “ქართულ ოცნებას“, ყველამ ვიცით ვინ არის, მაგრამ დღეს მაინც თავს შევიკავებ იმიტომ, რომ არსებობს დღეები, როცა […]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს მთვრობის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან; თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. […]

აზერბაიჯანი სომხურ მხარეს საზღვარზე მისი არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მხარეს საზღვარზე აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. „24 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონის ჰეიდერაბადის დასახლების მიმართულებით“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყება მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

დონალდ ტრამპი სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ – გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს

აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატში „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მედიის ინფორმაციით, ტრამპმა კონკურენტზე, ნიკი ჰეილზე 20 პროცენტით მეტი ხმა მიიღო. „ვაპირებთ, ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში ჩავხედოთ. ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვეტყვით მას: „გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს“,- განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს. დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა მისი პარტიის ერთიანობა და აღნიშნა, რომ […]

ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნება“ არის რუსული ტიპის მმართველი ძალა, მათგან არ ველით ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ხელისუფლების პოზიციას, რაც ყოველთვის უნდა იყოს შეურიგებლობა ოკუპაციისადმი

„ქართული ოცნების“ ხელწერა ჩვენთვის უცხო არ არის. ისინი არიან რუსული ტიპის მმართველი ძალა, შესაბამისად, მათგან არ ველით ჩვენი ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების პოზიცია ყოველთვის უნდა იყოს ოკუპაციისადმი შეურიგებლობა. „ქართული ოცნების“ ხელწერა ჩვენთვის უცხო არ […]

აშშ-ის საელჩო – აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული – შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა

აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული – საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა“,- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, საბჭოთა ოკუპაციიდან 103 […]

მოსალოდნელია ძლიერი და ძალიან ძლიერი ქარი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.