ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ბა­თუმ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი მძი­მედ და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა “მე­დცენ­ტრში” გა­და­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენტს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ფე­ხის არე­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ქვე­ითს და­ე­ჯა­ხა.

2023 წელს საქართველოში ალკოჰოლურ სასმელებზე 26 750 სერტიფიკატი გაიცა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 7 სახელმწიფო და 408 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმებული 59 კომპანიის 286 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 20 კომპანიის 49 ნიმუშში. ამავე ცნობით, საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 66 კომპანიაში და აღებული 1 332 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 23 კომპანიის 51 ნიმუშში. სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს „ბიურო ვერიტას […]

ნავალნის თანამებრძოლებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციაზე €100 000-იანი ჯილდო დააწესეს

ალექსეი ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფულადი ჯილდო დააწესეს. ინფორმაციას გარდაცვლილი ოპოზიციონერის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი ავრცელებს. ჟდანოვის თქმით ახალი ინფორმაციის წყარო ჯილდოდ €100 000 მიიღებს. ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა. პირველივე საათებში სამთავრობო მედიების ნაწილი სიკვდილის მიზეზად თრომბს ასახელებდა. მოგვიანებით კოლონიის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 47 წლის ნავალნი “ბუნებრივი მიზეზებით” გარდაიცვალა. გარდაცვლილი […]

საქართველოს ლიდერები საბჭოთა ოკუპაციის დღეს იხსენებენ

საბჭოთა ოკუპაციის დღის 103-ე წლისთავზე, 2024 წლის 25 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და თბილისის მერი ერთად ეწვივდნენ იუნკერთა მემორიალს კოჯორში და იგი გვირგვინით შეამკეს. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, 25 თებერვალს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 1921 წელს „უმძიმესი დღეები იყო საქართველოს ისტორიაში“, მაგრამ „ამავდროულად, ამ […]

რუსეთში, აქციებზე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში, ალექსეი ნავალნის ხსოვნის მიმართ პატივისცემის გამოხატვისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას პროექტი OVD-Info ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადამიანები ქუჩებში გამოვიდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, მობილიზებულთა სახლში დაბრუნების მოთხოვნით და ალექსეი ნავალნის ხსოვნის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნით. OVD-Info-ს ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით, რუსეთის 15 ქალაქში […]

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში პარლამენტის ქვედა პალატისა და ადგილობრივი საბჭოების დეპუტატების არჩევნები მიმდინარეობს. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დილის 9:00 საათისთვის აქტივობამ 43.64 პროცენტს მიაღწია. ბელარუსში დაგეგმილია ადგილობრივი საბჭოების 12 514 დეპუტატის და პარლამენტის ქვედა პალატის 110 დეპუტატის არჩევა ხუთი წლის ვადით. ქვეყანაში 5 411-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. ამომრჩეველთა სიაში, საერთო ჯამში, […]

ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის […]

“ნაპოლის” ნაადრევი მატჩი – როცა კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა…

ფეხბურთელები და გულშემატკივრები ისევ “ნაპოლისა” და “ბარსელონას” მატჩის ემოციების ქვეშ არიან; ხვიჩა კვარაცხელიას მოედნიდან ნაადრევად გასვლასა და მის რეაქციაზე დიდი მსჯელობა არ წყდება. სავარაუდოა, რომ მწვრთნელი კალცონა “კვარას” ინდივიდუალურად გაესაუბრებოდა, მათ გასაცნობად დრო თითქმის არ ჰქონიათ. “ნაპოლიმ” საშინაო ასპარეზზე ოთხეულისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს და 26-ე ტურში (სულ 38 ტარდება) სერია “ბ”-დან კიდევ ერთ აღზევებულ გუნდს, […]

ВIДПOВIДЬ – ომის ორი წლისთავისთვის ОКЕАН ЕЛЬЗИ-მ ახალი სიმღერა გამოუშვა

უკრაინულმა როკ ბენდმა ოკეან ელზი ომის ორი წლისთავისთვის მიძღვნილი სიმღერა Відповідь (პასუხი) გამოუშვა. სიმღერის აღწერილობაში წერია, რომ ჯგუფისთვის ეს განსაკუთრებული კომპოზიციაა. “Відповідь არის ტკივილსა და ხსოვნაზე, მადლიერებაზე, რთულ და გრძელ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე. კიდევ სიმღერა არის კითხვაზე “კიდევ რამდენ ხანს”? და ამ კითხვის პასუხზე, რომელსაც თითოეული საკუთარ გულში იპოვის”. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის რადიოს […]