პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში მერძეული უცხოური ჯიშის 1500-მდე საქონელია.
„ინვესტორი პრემიერს განხორციელებულ ინვესტიციაზე ესაუბრა, რომლის შედეგად 200 ადამიანი დასაქმდა.
ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახლესი სტანდარტების ტექნიკით.
ფერმას აქვს საკუთარი სახნავ-სათესი ფართობი, რომელიც საქონლის გამოსაკვებად გამოიყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია