საქართველოს ტყეების 35,4% დეგრადირებულია

საქართველოში გასულ წელს ჩატარებული ტყის ეროვნული აღრიცხვის მონაცემებით, დადგინდა, რომ ქვეყანაში ტყით დაფარული ფართობის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 807 178 ჰექტარი ანუ საველე მონაცემებით შეფასებული ტყის ფართობის 35,4% დეგრადირებულია. რადაციის გამომწვევი მიზეზები/ტიპები – დეგრადირებული ფართობების ყველაზე მეტი წილი მოდის დაბალი სიხშირის კორომებზე (არაბუნებრივად – 0.3 სიხშირეზე დაბალი), რაც მთლიანი დეგრადირებული ფართობის 44.7% შეადგენს. ასევე ერთ-ერთ მთავარ […]

იერუსალიმში საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა

იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გამართული აქცია, სადაც ასობით ისრაელელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდა, დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ დემონსტრაციისას ხუთი ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები მთავრობას აკრიტიკებდნენ და “ჰამასის” ტყვეობაში დარჩენილი 134 მძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვდნენ. დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სკანდირებენ: “შენ ხარ პასუხისმგებელი, შენ ხარ დამნაშავე”.

ზელინსკის ქმედებამ თანაგუნდელები აღაფრთოვანა – La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი “პარტენოპეის” დატოვებს და კარიერას “ინტერში” გააგრძელებს. იმის გამო, რომ პოლონელმა “ნერაძურიში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მისი დასჯა გადაწყვიტა და ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოკვეთა. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “ნაპოლისა” და “ბარსელონას” შეხვედრისას […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს – ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის მადლობას უხდის. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს ძალიან აფასებს. „გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს”, – […]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან; თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა […]

ჟდანოვის თქმით, ვინც გუნდს ნავალნის სიკდვილზე მიაწვდის ინფორმაციას, €100 000-ს მიიღებს

ნავალნის გუნდი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის შესახებ ინფორმაციაზე €100 000-ს აწესებენ. ამის შესახებ ნავალნის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი წერს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა. პოლიტიკოსი 16 თებერვალს გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა, ნავალნი 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბია. მოგვიანებით, ნავალნის დედას შვილის გარდაცვალების ოფიციალურ […]

ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული

იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ. ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები […]

დღეს წმიდანნი: პროხორე ქართველი (XI); ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე) (+1273); ნიკოლოზ დვალი (+1314) და იერუსალიმის ქართველთა მონასტერში ცხოვრებულნი ღირსნი მამათა ხსენების დღეა

დღეს წმიდანნი: პროხორე ქართველი (XI); ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე) (+1273); ნიკოლოზ დვალი (+1314) და იერუსალიმის ქართველთა მონასტერში ცხოვრებულნი ღირსნი მამათა ხსენების დღეა წმიდა პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერში აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015 წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, […]

მამის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს – გამხიტაშვილი ბრალს არ აღიარებს

მამის მკვლელობაში ბრალდებულის, 25 წლის რეზი გამხიტაშვილის, აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. გამხიტაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მკვლელობას ერთადერთი მოწმე მისი არასრულწლოვანი დაა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა. გამხიტაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. “ბრალი ედება ოჯახის წევრის […]

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.