თელ-ავივში მთავრობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია 21 ადამიანი

პოლიციამ თელ-ავივში ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ შაბათს ღამით წყლის ჭავლი გამოიყენა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 21 დემონსტრანტი. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დემოკრატიის მოედნის მომდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, სამართალდამცავებს დავალებული […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით – ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარადიულია

დღეს, როდესაც საქართველო არის დამოუკიდებელი, მარო მაყაშვილი, შალვა ერისთავი და სხვა გმირები უკვე არიან გამარჯვებულები, რადგან ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის მარადიული, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გამარჯვების კოალიციის” ლიდერებმა იუნკერთა მემორიალზე გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. “ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირულ […]
კახა კალაძე – წინაპრების არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა – საჭიროა ერთიანობა და ერთობით სვლა მიზნისკენ

წინაპრების არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. კალაძე ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს და აცხადებს, რომ ეს დღე მიგვითითებს უმთავრეს ღირებულებაზე, რაზეც დგას საქართველო. კალაძე ერთიანობის საჭიროებას უსვამს ხაზს. „დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღე, რომელიც ერთი მხრივ, […]
პრეზიდენტი – რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, წარსულს ვერ აღადგენს – საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს გზიდან

რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს. მისი თქმით, საქართველო თავისუფალი და მტკიცეა და ვერავინ გადაიყვანს გზიდან. „25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია. დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ […]
აშშ-ს საელჩო: საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა

“საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა” – აშშ-ს საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა” – წერია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია […]
საქმეზე „რუსთავის მერია ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ“ ხვალ სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია იხილავს უპრეცედენტო საქმეს – “რუსთავის მერია რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ”. ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საკრებულომ ათეულობით საკითხი ჯერ ბიუროზე, ხოლო შემდეგ სხდომაზე არ გაიტანა. მერიის იურისტები ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, კომისია როგორ დასკვნას გასცემს ამა თუ იმ საკითხზე, საკითხი განსახილველად აუცილებლად უნდა მოხვდეს საკრებულოს სხდომაზე. […]
“ლელოს” ახალი წინასაარჩევნო პერფორმანსის მოლოდინში ვართ. მაგალითად: ხაზარაძე ნიჩბით ორმოებს თხრის, მის უკან უსუფაშვილი კი ამ ორმოებს ისევ მიწით ავსებს

“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი “ლელოს” წინასაარჩევნო კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტია კიდევ რაიმე სახის უცნაურ აქტივობას შესთავაზებს საზოგადოებას. “რომელიმე რეგიონში “ლელოს” ახალი წინასაარჩევნო პერფორმანსის მოლოდინში ვართ. აი მაგალითად ასეთის: ხაზარაძე ნიჩბით ორმოებს თხრის, მის უკან უსუფაშვილი კი ამ ორმოებს ისევ მიწით ავსებს, და ასე გრძელდება ერთი ასი მეტრის […]
27-28 თებერვალს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 27 თებერვლის 23:00 სთ-დან 28 თებერვლის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 28 თებერვლის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის […]
25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების დღეა

25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, უნდა დაეშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი. დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო […]
საქმეზე „რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ“ დასკვნითი სასამართლო სხდომა სავარაუდოდ, 26 თებერვალს გაიმართება

რუსთავის საქალაქო სასამართლო საქმეზე რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ დასკვნით სხდომას სავარაუდოდ, ხვალ გამართავს. სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე არის ჩანიშნული; სავარაუდოდ, ხვალვე გამოცხადდება გადაწყვეტილებაც. რუსთავის მერიამ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შესაბამისი განცხადება რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. რუსთავის მერის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც ოპოზიცია, კერძოდ კი, ”ნაციონალური მოძრაობისა” და […]