ვაფასებთ საქართველოს და მის თავისუფლებისმოყვარე ხალხს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, რუსეთის ყველა მეზობელი ერის თავისუფებისთვის, საჭიროა მის წინააღმდეგ “კოლექტიური და ძლიერი ზეწოლა”. “აგრესორზე კოლექტიური და ძლიერი ზეწოლა გადამწყვეტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი ყველა მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს და მის თავისუფლებისმოყვარე ხალხს”, – ასე უპასუხა ზელენსკიმ ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც […]

„ადგილობრივ პროდუქციაში უფრო ხშირად ვლინდება პესტიციდები, ვიდრე იმპორტირებულში“

ადგილობრივ პროდუქციაში უფრო ხშირად ვლინდება პესტიციდების რაოდენობა, ვიდრე იმპორტირებულში, – ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა. როგორც კობალაძემ თქვა, აღნიშნული გასაკვირი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მცირე მეურნეობები არანაირ სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება. ამასთანავე, დაბალია ცნობიერების დონე პესტიციდების გამოყენებასა და […]

რუსეთის შორეულ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგის რეგიონების ძნელად მისადგომ და შორეულ რაიონებში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, – ინფორმაციას TASS-ი რეგიონულ საარჩევნო კომისიებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოკრუგში ხმის მიცემას დაახლოებით 70 000 ადამიანი შეძლებს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა 15-დან 17 მარტამდეა დაგეგმილი. ეს იქნება პირველი სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის […]

ზურაბიშვილი: წარსულის გაკვეთილების დამახსოვრება აუცილებელია მომავლის დასაცავად

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. წარსულის გაკვეთილების დამახსოვრება აუცილებელია მომავლის დასაცავად. დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა. რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი არჩევანი ოკუპირებული ტერიტორიებით და ჰიბრიდული ზომებით, ვერ აღადგენს წარსულს. საქართველო დგას თავისუფფლად და მტკიცედ, დაიძრა ევროპისკენ და ვერავინ გადაახვევინებს გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია.

„აშშ-ს შემდეგ, ჩვენთვის პრიორიტეტული ევროპის ბაზარია“-„ჩემპი“ ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს

ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია „ჩემპი“ საექსპორტო მასშტაბების გაფართოებაზე მუშაობს – ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის საოპერაციო დირექტორმა, ნონა ნონიაშვილმა განაცხადა. კომპანიაში ტექნოლოგიურად 12 სახეობის ჩიფსი აქვთ შემუშავებული, საიდანაც ამ ეტაპზე ქსელურ მარკეტებში სარეალიზაციოდ, მხოლოდ 4 სახის პროდუქციაა გაშვებული. სრულ ასორტიმენტს კი, მცირე რაოდენობით ონლაინ გაყიდვების საშუალებით ყიდის. ამასთან ექსპორტს აშშ-ს ბაზარზე ახორციელებს. მისი ინფორმაციით, კომპანია გერმანიაში, […]

„რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, წარსულს ვერ აღადგენს” – პრეზიდენტი

,,რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს. მისი თქმით, საქართველო თავისუფალი და მტკიცეა და ვერავინ გადაიყვანს გზიდან. „25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია. დღეს დამოუკიდებლობამ და […]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაური მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 […]

სომხეთის პატრიარქი კონსტიტუციაში ცვლილებებს ეწინააღმდეება

სომხეთის სამოციქულო ეკლესია და მისი წინამძღვალი, პატრიარქი გარეგინ II ეწინააღმდეგებიან სომხეთის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს. სომხეთის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, საეკლესიო კრებამ, რომელსაც გარეგინ II ხელმძღვანელობს, 24 თებერვალს დახურული განხილვის შემდეგ გამოაცხადა, რომ „ახალი კონსტიტუციის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საგარეო ზეწოლის შედეგია, უკიდურესად შემაშფოთებელია“. სომხეთში სახელმწიფო ჰიმნის, გერბისა და კონსტიტუციის შეცვლას განიხილავენ. შესაძლოა, გერბიდან არარატის მთა […]

ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ და სამყარომ დაინახა, რაოდენ დიდი იყო სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი

უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, მთელმა სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო საქართველოს სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მათ, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და როგორც სიმბოლოს […]

ზელენსკი ზურაბიშვილს: ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების მე-2 წლისთავს ეხება. ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს აფასებს. “გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს”, – წერს ზელენსკი.