როდიდან შემოწმდებიან ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, ცენრების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ჯარიმები დაწესდება. კერძოდ, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების შემოწმებისას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრმა ხარვეზები არ დააფიქსირა, სახიფათო დარღვევის შემთხვევაში – 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი – 2000 ლარით, უმნიშვნელო – 500 ლარით. ამასთან, ტექინსპექტირების […]

“როგორ მიყვარხარ და როგორ მენატრები”, – რას წერს გიორგი ხუციშვილის ცოლი მეუღლის დაბადების დღეზე

· 43 დღეს მომღერალი გიორგი ხუციშვილი 62 წლის გახდებოდა. ის რამდენიმე წლის წინ მძიმე სენით გარდაიცვალა. მეუღლის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს მაია ჯორჯაძე: „როგორ მიყვარხარ! როგორ მენატრები და როგორ მჭირდები, გიო, გილოცავ!..“ მეგობარსა და კოლეგას დღეს შოუბიზნესის წევრები იხსენებენ. „დღეს ჩვენი გიოს აბადების დღეა. გვენატრები, კეთილო ადამიანო. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრის ამსახველი ფოტოებია მისი […]

საკრებულოს წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, განაცხადებით, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას მათ პატივი მიაგეს. „საბჭოთა ოკუპაციის დღეს პატივი მივაგეთ 1921 წლის თებერვალში, თბილისის მისადგომებთან მრავალრიცხოვან […]

ალფონსო დევისი “რეალში” გადასვლასთან ახლოსაა

“ბაიერნის” მცველი ალფონსო დევისი სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალში” გადავა, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Germany ავრცელებს. წყაროს ცნობით, კანადელ ფეხბურთელს “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და პარალელურად მოლაპარაკებებს “ბლანკოსთან” აწარმოებს. დევისს “ბაიერნთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება, შესაბამისად, თუ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ, მიუნხენური კლუბი მოთამაშეს აუცილებლად გაასხვისებს. ტრანსფერის სავარაუდო თანხად […]

„ჩემი ადმინისტრაციის პირობებში, ქრისტეს ჯვარს ვერავინ შეეხება“ – დონალდ ტრამპი

ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ქრისტეს ჯვარს ვერავინ შეეხება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ის ქრისტიანულ ღირებულებებს დაიცავს. „ყველა კომუნისტური რეჟიმი მთელი ისტორიის განმავლობაში ცდილობდა ეკლესიების განადგურებას, ისევე, როგორც ყველა ფაშისტური რეჟიმი მათ გაკონტროლებას. რადიკალებს იმავეს გაკეთება სურთ შეერთებულ შტატებში, თუმცა ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ქრისტეს ჯვარს ვერავინ […]

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველმა მშვილდოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველმა მშვილდოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში ევროპის ჩემპიონატზე 18 მეტრზე სროლაში ქართველმა მშვილდოსანმა სანდრო მაჭავარიანმა წარმატებით იასპარეზა. მან 21-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოქროსა და ვერცხლის მედლები ებრაელმა სპორტსმენებმა გაინაწილეს. სანდრო მაჭავარიანის პირველი მწვრთნელი ალექსანდრე (ბაჩუკი) მეჟევიძე იყო, ამჟამად კი […]

საბედისწერო თებერვალი და საქართველოს ოკუპაცია

ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან საქართველოს დაპყრობისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო. ამას თავად სტალინი ხელმძღვანელობდა, მისი წარმომადგენელი, სერგო ორჯონიკიძე კი საქმის უშუალო შემსრულებელი იყო. იანვარში საბოლოოდ გადაწყდა საქართველოს ანექსია. რუსეთმა დაარღვია საქართველოსთან დადებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რუსეთმა ცნო საქართველოს სუვერენიტეტი და მის საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულება აიღო. წითელი არმია მშრომელი ხალხის „დასახმარებლად“ საქართველოსკენ […]

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღევანდელი დღე მძიმე და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. „103 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ბრძოლა ქვეყნის ერთიანობისთვის გრძელდება” , – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა. […]

ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია – შალვა პაპუაშვილი

ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია – შალვა პაპუაშვილი განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს გაცილებით ძლიერი ვართ, შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველო სპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. „ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია – საქართველოს პირველი […]

აშშ თქვენს გვერდითაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე – საელჩო

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს. „ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა“, – წერს საელჩო. „აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა“, – წერია საელჩოს განცხადებაში. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით […]