ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, მეზვერისა და ფარისევლის მაგალითზე ვისწავლოთ, რას ვერიდოთ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში

ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, მეზვერისა და ფარისევლის მაგალითზე ვისწავლოთ, რას ვერიდოთ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია […]
“კალიარის” და “ნაპოლის” მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

მიუხედავად იტალიური მედიის მტკიცებისა, რომ ცნობილი ინციდენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი კალცონა კვარაცხელიას სათადარიგოთა შორის დატოვებდა, სასტარტოში დააყენა, დისკვალიფიცირებული კაპიტანი დი ლორენცო მაცოკით შეცვალა და ძირითადში ზილენსკი და რასპადორი დააბრუნა. პირველი ტაიმი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თავიდან ორივე გუნდის უხიფათო შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც რასპადორის შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია, რის შემდეგაც მასპინძლები […]
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობა” ნარკოტიკების რეალიზაცია-მოხმარების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობა” ნარკოტიკების რეალიზაცია-მოხმარების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ახალი, მკვლელი ნარკოტიკული ნივთიერების შემოდინება რუსეთიდან ემიგრაციული ტალღის შემოსვლასთან ერთად გაიზარდა, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ამასთან, განცხადებაში განმარტავენ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილ კამპანიებს – სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ნარკომოხმარებისა […]
რუსეთის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ქალაქ კოსტიანტინივკის რკინიგზის სადგური დაინგრა

გუშინ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კოსტიანტინივკის საარტილერიო დაბომბვის შედეგად რკინიგზის სადგურისა და მასთან მდებარე შენობები ტერიტორია დაინგრა. ასევე დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია. Missiles today completely destroyed the railway station 🚉 in Kostyantynivka in eastern Ukraine. They also hit a school serving as a shelter. Yet another reminder that Russia is a terrorist state. […]
გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 12,02 მლნ ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 12,02 მილიონი ბარელით და შეადგინა 439,653 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 3,66 მილიონი ბარელით და შეადგინა 254,74 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,92 მილიონი ბარელით და შეადგინა 125,75 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
“გორმედის“ სამედიცინო ცენტრსა და “თბილისის გულის ცენტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

“გორმედის“ სამედიცინო ცენტრმა და “თბილისის გულის ცენტრმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას “გორმედი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში შიდა ქართლის მოსახლეობას “გორმედის“ სამედიცინო ცენტრში, ადგილობრივად, კარდიოქირურგიისა და არითმოლოგიის მიმართულებით კონსულტაციას გაუწევენ მედიცინის დოქტორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე და “თბილისის გულის ცენტრის“ კარდიოქირურგი ლაშა ბასილაძე. „მოწვეული სპეციალისტების მიერ შეფასდება პაციენტების ჩვენებები კარდიოქირურგიული ოპერაციისთვის: კორონარული […]
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

იაპონია რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ მოსკოვის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო დამატებით სანქციების დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოვლენა, რადგან ბრძოლის ველზე ვითარება რთულია და საბრძოლო მოქმედებები გაჭიანურდა. ფუმიო კიშიდას მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერა მიმდინარე წელს მისი კაბინეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება. შეგახსენებთ, რუსეთის […]
იანვარში ევროკავშირში თითქმის 852 000 ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა

ევროპულ ბაზარზე ახალი მანქანების რეგისტრაცია მიმდინარე წლის იანვარში წლიურად 12,1%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით აღდგენაა. ამის შესახებ ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ განაცხადა. ამავე ცნობით, გასულ თვეში 27-წევრიან გაერთიანებაში 851 690 ერთეული ავტომობილი დარეგისტრირდა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითად ევროპულ ბაზარზე, მათ შორის არის გერმანია (19.1%), იტალია (10.6%), საფრანგეთი (9.2%) და ესპანეთი (7.3%). […]
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებების ინიციირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელი იქნება. ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პროექტით კონკრეტდება, რომ გამონაკლისი იქნება […]
რუსეთის იერიშის შედეგად ქალაქ კონსტანტინოვკის რკინიგზის სადგური ჩამოინგრა

წუხელ რუსეთის არმიის მიერ ქალაქ კონსტანტინოვკის დაბომბვის შედეგად, რკინიგზის სადგურის შენობა ჩამოინგრა. დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. ჩამონგრეული და ალმოდებული სადგურის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. უკრაინელი ჟურნალისტებისა და ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა ქალაქში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესია, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული და კომერციული შენობები. ერთი მსხვერპლი იტყობინება. […]