NDI-ის დელეგაციის ანგარიში – ახალგაზრდები ქვეყანის პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან – მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა, შემცირდეს

ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს,- ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან. „ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან. NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერნოემბერში ჩატარებულ გამოკითხვაში, 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ […]
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა , – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს. „წინა არჩევნების მსგავსად, გავრცელებულია […]
NDI-ის დელეგაციის ანგარიში – პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საკითხებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს – პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი

პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი ,- ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში. ანგარიშის თანახმად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც დელეგაციას შეხვდა, გამოხატა სურვილი, საარჩევნო კამპანია საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აწარმოოს. „ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკას უნდობლობა, […]
NDI – არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, ამავდროულად არსებობს გამოწვევები: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სიტყვიერი თავდასხმები, ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაზე ეჭვები

არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, – ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის ანგარიშშია ნათქვამი. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი […]
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნარკოტიკების რეალიზაცია-მოხმარების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნარკოტიკების რეალიზაცია-მოხმარების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ახალი, მკვლელი ნარკოტიკული ნივთიერების შემოდინება რუსეთიდან ემიგრაციული ტალღის შემოსვლასთან ერთად გაიზარდა, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ამასთან, განცხადებაში განმარტავენ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილ კამპანიებს – სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ნარკომოხმარებისა […]
“თაკარა” – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა

„თაკარა“ – პირველი ქართული რესტორანია, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ობიექტი გაფრენის დარბაზის მეორე სართულზე მდებარეობს და აეროპორტში პირველი A la carte რესტორანია, რომელიც სტუმრებს ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. „თაკარას“ შესახებ დეტალურად „ქალების ნარატივში“ რესტორნის გენერალურმა მენეჯერმა, ნინა ბენაშვილმა ისაუბრა. „ ჩვენი რესტორანი აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი და ერთ-ერთი მიზანი, ქართული კერძების უცხოელ დამსვენებელში […]
სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა – მიზეზები

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ რამდენიმე წუთის წინ ევაკუაცია გამოცხადდა. bm.ge-ის სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ მიზეზი ერთ-ერთ ობიექტში დაკვამლიანება იყო, რის გამოც სახანძრო განგაშის მექანიზმი ჩაირთო. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ,,გალერია თბილისში” არავითარი შეზღუდვა აღარ მოქმედებს.
კირილო ბუდანოვი მშვიდობიან მოსახლეობას არ ურჩევს ქერჩის ხიდის გამოყენებას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი “ახალ სიურპრიზებს” ჰპირდება ყირიმში საოკუპაციო ძალებს და ამბობს, რომ არ ურჩევს მშვიდობიან მოსახლეობას ქერჩის ხიდის გამოყენებას. “ჩვენ დაგპირდით, რომ 2023 წელს უკრაინის სპეცრაზმი ყირიმში იქნებოდა და ეს დაპირება შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზები ელოდება და მე არ ვურჩევდი სამოქალაქო მოსახლეობას გამოიყენონ ე.წ. “ყირიმის” ხიდი”, – წერს ბუდანოვი […]
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში – საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები არ შეესაბამება OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და, შესაძლოა, ნდობა ცესკოს მიმართ კიდევ უფრო შეამციროს

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები არ შეესაბამება OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და, შესაძლოა, კიდევ უფრო შეამციროს ნდობა ცესკოს მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში. ანგარიშის თანახმად, ყველაზე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ცესკოს ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნულ წევრს ეკავა. დოკუემნტის თანახმად, ეს ყოველივე, საპარლამენტო არჩევნებისთვის […]
სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სავაჭრო ცენტრში მყოფი პირები აცხადებენ, მათ მოსთხოვეს შენობის ტერიტორია დაეტოვებინათ. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით მოხდა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია. როგორც „ინტერპრესნიუსი“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შენობაში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც სავაჭრო ცენტრში მყოფ პირებს შენობა დაატოვებინეს.