“იუვენტუსმა” “ფროზინონეს” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით სძლია

სერია A-ს 25-ე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 2:3 დამარცხდა. გამარჯვების გოლი რუგანიმ კომპენსირებულ დროში გაიტანა. ვლაჰოვიჩმა დუბლი შეასრულა – მის ანგარიშზე ბოლო 8 მატჩში 9 გოლია. „იუვენტუსი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა და საჩემპიონო ბრძოლაში რჩება. სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო. „ფროზინონე“ 23 ქულით მე-16 პოზიციაზეა და 3 მარტს „ლეჩეს“ უმასპინძლებს. იუვენტუსი – ფროზინონე […]

მაკრონის ვიზიტის დროს სოფლის მეურნეობის გამოფენაზე უკმაყოფილო ფერმერები შეიჭრნენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიზიტის დროს პარიზში, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე ფერმერები შეიჭრნენ. ფერმერები გარემოსდაცვით რეგულაციებს, მაღალ ფასებსა და ბიუროკრატიას აპროტესტებდნენ და მაკრონის გადადგომას ითხოვდნენ. პროტესტების გამო გამოფენის საჯარო გახსნა, სულ მცირე, ერთი საათით დაგვიანდა. ვიზიტის დროს მაკრონმა და პროტესტის მონაწილეებმა სპონტანურად კამათი დაიწყეს, რასაც ფრანგული სატელევიზიო არხები პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ. პროტესტის მონაწილეები ადგილზე მობილიზებულ პოლიციას […]

გიგა ბოკერია – ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკრები შეეწირნენ – დღესაც იმავე ტიპის გამოწვევის წინაშე ვართ, ამ ისტორიულ მომენტში, უნდა მოვახერხოთ ქვეყნის შიგნით შეკვრა

ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკრები და ის ადამიანები შეეწირნენ, ვისაც პატივს დღეს მთელი საქართველო მივაგებთ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა. მისივე თქმით, ამ ისტორიულ მომენტში უნდა მოვახერხოთ ქვეყნის შიგნით შეკვრა. “დღეს, მთელი საქართველო პატივს მიაგებს ადამიანებს, ვინც თავი შესწირეს ჩვენს პირველ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, […]

რიში სუნაკი – დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერაში მეტი გაბედულება უნდა გამოიჩინოს – როგორც ჩანს, მოდად იქცა იმის გამოცხადება, რომ უკრაინა, განწირულია წაგებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ არასწორია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაში უფრო გაბედული უნდა იყოს, რათა ქვეყანას მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, დრონები და საბრძოლო მასალა მიაწოდოს და რუსული სამხედრო წინსვლა აღკვეთოს. ”პუტინის რუსეთი აგრძელებს გლობალური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნას. ეს ომი აჩენს ფუნდამენტურ კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დასავლეთი მზად, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ევროპასა […]

კირილ ბუდანოვი – რუსეთს A-50 ტიპის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა

რუსეთს A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. “კიდევ ერთი A-50 “ჩამოვარდება” და სადღეღამისო მორიგეობას შეჩერება მოუწევს”, – აღნიშნა ბუდანოვმა. შეგახსენებთ, 23 თებერვალს უკრაინელმა მებრძოლებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო […]

„საუკეთესო ადამიანმა და ექიმმა დაგვტოვა“ – სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სამხუხარო ინფორმაციას ავრცელებს: საუკეთესო ადამიანმა და ექიმმა დაგვტოვა. მრავალი წლის მანძილზე მისი დიდოსტატობის წყალობით, უამრავი ადამიანის ჯანმრთელი ღიმილი მისი დამსახურებაა. ჩემი უსაყვარლესი, კეთილი ირმა ირაკლის დედის საუკეთესო მეგობარი იყო და მის გარდაცვალებას ისე განიცდიდა, ამ ამბავმა მომიღო ბოლოო, ხშირად ამბობდა. გუშინ დოდოს დაბადების დღეს შეხვდა და შემდეგ წავიდა.

რიში სუნაკი – დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერაში მეტი გაბედულება უნდა გამოიჩინოს – როგორც ჩანს, მოდად იქცა იმის გამოცხადება, რომ უკრაინა, განწირულია წაგებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ არასწორია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაში უფრო გაბედული უნდა იყოს, რათა ქვეყანას მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, დრონები და საბრძოლო მასალა მიაწოდოს და რუსული სამხედრო წინსვლა აღკვეთოს. ”პუტინის რუსეთი აგრძელებს გლობალური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნას. ეს ომი აჩენს ფუნდამენტურ კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დასავლეთი მზად, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ევროპასა […]

პოლარიზაცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე – წინასაარჩევნო გამოწვევები NDI-ს ანგარიშში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. რეკომენდაციები ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტორთან, 19-25 თებერვალს შუალედში გამართული შეხვედრების შემდეგ შეიმუშავა. NDI-ს შეფასებით, არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე ქვეყანაში არსებული გამოწვევებია: · პოლარიზაცია; · სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები; · პოლიტიკური […]

ქვეყნები, რომლებსაც ოქროს ყველაზე დიდი რეზერვები აქვთ

ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი ოქრო თავის ღირებულებას ინარჩუნებს და ქვეყნის სიმდიდრის უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება. 2023 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთების შესახებ არსებული გაურკვევლობებისა და გეოპოლიტიკური რისკის ფონზეც, ძვირფასმა ლითონმა თავისი მნიშვნელობა დეკემბერში ახალი რეკორდის მიღწევით კიდეც ერთხელ დაამტკიცა. ცენტრალური ბანკების, სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიოს ოქროს საბჭოს […]

ნავალნის გუნდმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციაზე €100 000-იანი ჯილდო დააწესა

ალექსეი ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფულადი ჯილდო დააწესეს. ინფორმაციას გარდაცვლილი ოპოზიციონერის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი ავრცელებს და ამბობს, რომ ჯილდო 100 000 ევროა. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში 16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად […]