კირილო ბუდანოვი მშვიდობიან მოსახლეობას არ ურჩევს ქერჩის ხიდის გამოყენებას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი “ახალ სიურპრიზებს” ჰპირდება ყირიმში საოკუპაციო ძალებს და ამბობს, რომ არ ურჩევს მშვიდობიან მოსახლეობას ქერჩის ხიდის გამოყენებას.
“ჩვენ დაგპირდით, რომ 2023 წელს უკრაინის სპეცრაზმი ყირიმში იქნებოდა და ეს დაპირება შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზები ელოდება და მე არ ვურჩევდი სამოქალაქო მოსახლეობას გამოიყენონ ე.წ. “ყირიმის” ხიდი”, – წერს ბუდანოვი ტელეგრამის არხში.
ამავე დროს ბუდანოვმა შეაქო ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობა, რომელშიც „არა მხოლოდ ძლიერდება წინააღმდეგობა ოკუპანტების მიმართ“, არამედ ისინი აკვირდებიან ნახევარკუნძულზე არსებულ მთელ ოპერატიულ სიტუაციას და ცდილობენ, „რაც შეიძლება მალე გადმოგვცენ ეს ინფორმაცია.”
დროებით ოკუპირებულ ყირიმზე დარტყმები რეგულარულად ხდება, მათ შორის არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქებების შესახებ. რუსეთის ხელისუფლება აფეთქებებში უკრაინის არმიას ადანაშაულებს, მაგრამ კიევმა ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე თავდასხმაზე იკისრა პასუხისმგებლობა.

კერძოდ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა ქერჩის ხიდზე 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის 17 ივლისში მომხდარ თავდასხმებში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობა დაადასტურა.

2023 წლის ზაფხულში უკრაინის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს დარტყმებს ოკუპირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო ობიექტებსა და მათ შორის ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის არმია ხშირად ესხმის თავს რუსეთის სამხედრო ობიექტებს ყირიმში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაა, მაგრამ მოსკოვმა 2014 წელს საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაიკავა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს