არველაძის კაცნაკლული გუნდი ფრეს დასჯერდა

თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ საკუთარ მოედანზე „ალანიასპორს“ დაუზავდა – 1:1. მასპინძლები თავიდან დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მეტოქემ კომპენსირებულ დროში პენალტით ანგარიში გაათანაბრა. „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 4 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 29 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 29 თებერვალს თასის 1/4-ფინალში სტუმრად „გალათასარაის“ შეხვდება. ფატიჰ კარაგუმრუკი […]
NDI-ის დელეგაციის ანგარიში – ახალგაზრდები ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან – მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა, შემცირდეს

ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს,- ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან. „ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან. NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულ გამოკითხვაში, 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის […]
უკრაინის სარდლობამ დაადასტურა ავდეევკის დასავლეთით დაბა ლასტოჩკინოს დატოვება

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქ ავდეევკის დასავლეთით მდებარე, დასახლებულ პუნქტ ლასტოჩკინოდან, – ამის შესახებ უკრაინულ მედიას ჯარების დაჯგუფება „ტავრიის“ სპიკერმა, ჯგუფის სპიკერმა დიმიტრი ლიხოვოიმ აცნობა. უკრაინის სარდლობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის არმია ავიაციისა და არტილერიის დახმარებით მიმდინარე ინტენსიური იერიშების გამო, “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე.” უკრაინულმა გამოცემებმა და სამხედრო ექსპერტებმა ლასტოჩკინოდან უკრაინის […]
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში – პოლიტიკოსების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს

საქართველოში ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლიდერების დისკრედიტაციის განგრძობადი მცდელობები ხელს უშლის მათ, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობები კრიტიკისა დაგანსხვავებული მოსაზრებებისადმი მიმღებლობის ნაკლებობაზე მიანიშნებს. ამასთან, ნათქვამია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა, რომლებიც […]
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სტამბოლის მთავარ მუფტს შეხვდა

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სტამბოლის მთავარ მუფტს შეხვდა. რელიგიის საკითხთა სააგენტოს ცნობით, სტამბოლის მთავარ მუფტთან, საფი არპაგუსისთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა სტამბოლის მთავარ სამუფტოში შედგა. „საფი არპაგუსიმ საუბარი იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტს ანკარაში და მოხარულია, დელეგაციას სტამბოლში უმასპინძლოს. სტამბოლის სამუფტო ყველაზე დიდია თურქეთში, ვინაიდან […]
კვარაცხელია ისევ შეცვალეს – “ნაპოლიმ” გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლის“ გასვლაზე „კალიარისთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია – 1:1. მიუხედავად იტალიური მედიის მტკიცებისა, რომ ცნობილი ინციდენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი კალცონა კვარაცხელიას სათადარიგოთა შორის დატოვებდა, სასტარტოში დააყენა, დისკვალიფიცირებული კაპიტანი დი ლორენცო მაცოკით შეცვალა და ძირითადში ზილენსკი და რასპადორი დააბრუნა. პირველი ტაიმი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თავიდან ორივე გუნდის უხიფათო შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა […]
როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ “კალიარისთან” მატჩში?

სერია A-ს 26-ე ტურში “ნაპოლი” “კალიარის” ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. “პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 73 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.7 ქულა, Sofascore 6.7 ქულა, Whoscored-ი 6.7 ქულა. “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, “პარტენოპეი” მორიგ შეხვედრას 28 თებერვალს, “სასუოლოს” წინააღმდეგ გამართავს. […]
ანალენა ბერბოკს უკრაინაში ყოფნისას რუსული დრონი აედევნა და მისი ვიზიტი ნაადრევად შეწყდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინის ქალაქ მიკოლაივში იმყოფებოდა, როცა მიმდებარედ მფრინავი რუსული სადაზვერვო დრონის გამო საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყების ინფორმაციით, მომხდარის გამო ბერბოკის ვიზიტი ნაადრევად შეწყდა. ბერბოკი მიკოლაივის ოლქში წყლის გამწმენდ ნაგებობის მონახულებას აპირებდა, რა დროსაც გერმანიის საგარეო მინისტრსა და მის გუნდს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი აედევნა, თუმცა, […]
კლუბში KHIDI ფილმის “ლაზარეს 12 მსაჯული” ჩვენება მიმდინარეობს

დღეს, 19:00 საათზე, კლუბში KHIDI ლაზარე გრიგორიადისის საქმის რეალურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი სასამართლო დრამის “ლაზარეს 12 მსაჯულის” პრემიერა დაიწყო, სადაც საქმეს სანქცირებული სასამართლო კლანის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ფილმის პრემიერის დასრულების შემდეგ, 22:00 საათზე ლაზარეს მხარდამჭერი კონცერტი დაიწყება. ლაინაფი: 4D monster lobsters, დაგდაგანი, LOUDspeakers, რობი კუხიანიძე და OUTSIDER და გამოუვალი მდგომარეობა. “პროექტზე მუშაობა თავისუფლების ინსტიტუტმა […]
პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს – NDI-ის დელეგაციის ანგარიში

პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს – NDI-ის დელეგაციის ანგარიში ,,პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი” ,- ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში. ანგარიშის თანახმად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, […]