NDI: შემაშფოთებელია სამოქალაქო საზოგადოებაზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და ანგარიში მოამზადა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე დისკუსიის ნაცვლად, პოლიტიკაში ჩართული მხარეების ყურადღება ოპონენტების წარსულ შეცდომებზე ფოკუსირდება. ანგარიშში წერია, რომ მნიშვნელოვანია, ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს არჩევნების ყველა ასპექტის შესახებ ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია. NDI ამბობს, რომ შემაშფოთებელია სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის მიუკერძოებელ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე სიტყვიერი თავდასხმები. […]

გადაადგილება სიცოცხლის რისკის ფასად – რა ხდება ოზურგეთში?

გურიაში მომხდარი სტიქიიდან ხუთი თვე გავიდა, მაგრამ ტვ პირველის ცნობით, ადგილობრივებისთვის არაფერი გაკეთებულა. მოქალაქეებს ოზურგეთის სოფლებში გადაადგილება ამ დრომდე სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ. სახიფათო ადგილას ყოველდღე დადიან ბავშვებიც. მოსწავლეები სკოლაში მისასვლელად ყოველდღე იმ გზას გადიან, სადაც მეწყერი ჩამოწვა. არადა, მხოლოდ ავტოპარკის განახლებისთვის ოზურგეთის მერია მილიონებს ხარჯავს. როგორც ჩანს, პრიორიტეტი კომფორტული მანქანებია და არა უსაფრთხო გზა.

“რუსეთთან ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრიდან 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. “ამ ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. არა 300 000, არც 150 000 როგორც პუტინი და მისი მატყუარა წრე იტყუებიან, მაგრამ თითოეული დანაკარგი ჩვენთვის დიდი დანაკარგია”, – თქვა ზელენსკიმ პრესკონფერეციაზე. მისი განცხადებით, ამ ომში 180 000 რუსი სამხედროა მკვდარი, 500 000-ზე მეტი […]

NDI-ის 10 რეკომენდაცია, რათა საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო დროა იმისთვის, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემო შეიქმნას და არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს. დელეგაციის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ხოლო არჩევნების ჩატარება, კონსტიტუციის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მანდატია, საბოლოოდ, ქვეყნის დემოკრატიული ნორმებისადმი ერთგულების დემონსტრირება, ამომრჩეველთა ინფორმირება […]

უკრაინამ წინა წელს შეიარაღების წარმოება სამჯერ გაზარდა – კამიშინი

უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის ალექსანდრ კამიშინის თქმით, 2023 წელს უკრაინამ შეიარაღების წარმოება სამჯერ გაზარდა და ამ დროისთვის ქვეყნის თავდაცვის სექტორში 500-მდე კომპანია მუშაობს. კიევში ტელევიზიით გამართულ კონფერენციაზე კამიშინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ძალისხმევაში 100 სახელმწიფო და 400 კერძო კომპანიაა ჩართული. ხოლო მიმდინარე წელს, მისი თქმით, უკრაინა გეგმავს, “საბრძოლო მასალების წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდოს”. ცალკე მიმართვაში, […]

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებები არ შეესაბამება ეუთოს რეკომენდაციებს – NDI-ის მისია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, „არ შეესაბამება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“. დელეგაციის თანახმად, ცვლილებებმა, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო 2024 წლის 20 თებერვალს, – როდესაც დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, – შესაძლოა, კიდევ უფრო შეამციროს ნდობა ცესკოს მიმართ. NDI-ის […]

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. შესაბამისი განცხადება კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. ზელენსკიმ უარყო რუსული მონაცემები, რომელიც უკრაინელ დანაკარგებს ეხება. “ამ ომში ოცდათერთმეტი ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. არა 300 000, ან 150 000, როგორც პუტინი და მისი მატყუარა წრე იტყუება, მაგრამ თითოეული ჩვენთვის დიდი დანაკარგია. დაიღუპა 180 000 […]

ზელენსკი: ამ ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირწმუნება, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ მან 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აქამდე უკრაინის ხელისუფლებას ცნობა დაღუპულთა რაოდენობის შესახებ არ გაუვრცელებია. ამას გარდა, ზელენსკის ცნობით, მოკვდა 180 000 რუსი სამხედრო. “ამ ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. არც 300 000, არც 150 000, […]

ბუდანოვი: მშვიდობიან მოსახლეობას ქერჩის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევდი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილო ბუდანოვის თქმით, უკრაინა ყირიმში ოკუპანტი ძალების წინააღმდეგ “ახალ სიურპრიზებს” ამზადებს და მშვიდობიან მოსახლეობას ურჩევს, ქერჩის ხიდის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. ბუდანოვის თქმით, “წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის, შავი ზღვის წყლები უნდა გავაკონტროლოთ და ყირიმის ნახევარკუნძულზე უნდა ვიყოთ განლაგებული. დადგენილი დავალებები უკვე შესრულდა: რუსეთმა ხომალდების მეოთხედი დაკარგა და მისმა ფლოტმა […]