“ვიცოდი, რომ ჩვენს გამონაცვალს ამოიცმევდნენ” – ჩერგოლეიშვილი

ნაცებმა ის სოფტი იყიდეს ამომრჩევლის იდენტიფიცირებისთვის, რაც ჩვენ უკვე გამოვცვალეთ. როცა ვაწყობდით, მაშინ რა ბრიფითაც დავდიოდი და კადრებს ვეძებდი, იმ ბრიფში ეგ სოფტი მეწერა და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენს გამონაცვალს ამოიცმევდნენ.
ავარიის შედეგად ქუთაისში 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი – წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
“კაბინეტში იმ ბატონებს რომ თვალებს უჟუჟუნებდა… კობახიძეს არ შეუძლია იყოს კონსტიტუციის ერთგული” – ბესელია

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ ვეტინგი მიუღებელია საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, ტვ პირველთან ეხმაურება და ამბობს: ვეტინგი – არ არის რთული საკითხი და ჩვენ გვაქვს საამისოდ კონსტიტუციური გამოსავალი. მინდა ყველამ ჩახედოს კონსტიტუციის იმ გარდამავალ მუხლს, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია, თუმცა, მალე ეწურება ვადა, მაშინ, როცა კონსტიტუციური ცვლილებები მივიღეთ, ვენეციის კომისიამ […]
“ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია” – კალცონა თავს იმართლებს

“ნაპოლიმ” სერია A-ს 25-ე ტურში, გასვლაზე “კალიარისთან” გოლი და გამარჯვება ხელიდან კომპენსირებულ დროში გაუშვა და ფრეს, 1:1 დასჯერდა. სტუმართა გუნდის მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კვლავ მიმართავს რაღაც ექსპერიმენტებს – როდესაც დაწინაურდნენ და მოპოვებული უპირატესობის გაზრდის შანსი მიეცათ, ყველა შემტევი და მათ შორის პირველი ხვიჩა კავრაცხელია შეცვალა და შედეგიც მოიმკა. ნამატჩევს კალცონამ კომენტარი DAZN-თან გააკეთა: “პრობლემა ფსიქოლოგიურია, […]
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პოლონეთში დაახლოებით 160 ტ უკრაინული მარცვლეული დააზიანეს

პოლონეთში დაახლოებით 160 ტონა უკრაინული მარცვლეული დააზიანეს, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო იუწყება. „ვანდალიზმის ახალი აქტი ღამით, კოტომერცის სადგურზე მოხდა. რვა ვაგონიდან უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადმოყარეს, ტვირთი ტრანზიტში იყო გდანსკის პორტში, საიდანაც იგი იგზავნებოდა სხვა ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, ალექსანდრ კუბრაკოვმა აღნიშნა, რომ ეს პოლონეთის რკინიგზის სადგურებზე ვანდალიზმის და […]
იანვარში Airbus-ის შეკვეთები 26-ჯერ შემცირდა

ევროპულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კორპორაცია Airbus-მა იანვარში 31 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, რაც 26-ჯერ ნაკლებია გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელზე – 807 თვითმფრინავი. 2023 წლის იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 16,2%-ით შემცირდა. ხოლო რაც შეეხება თვითმფრინავების მიწოდებას იანვარში ის თვიურ ჭრილში 3,7-ჯერ – 112-იდან 30-მდე შემცირდა. წლიური თვალსაზრისით ღირებულება 1,5-ჯერ გაიზარდა. Airbus არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური და თავდაცვის […]
NDI: საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ შეესაბამება OSCE/ODIHR-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის განცხადებით, 20 თებერვალს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ შეესაბამება OSCE/ODIHR-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მათი თქმით, ცვლილებებმა, შესაძლოა, ცესკო-ს მიმართ ნდობა უფრო შეამციროს. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, მათ შორის ის ცვლილებები, რომლებიც მესამე მოსმენით იქნა მიღებული 2024 წლის 20 თებერვალს, როდესაც დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, არ შეესაბამება […]
NDI-ის დელეგაცია არჩევნებისთვის მხარეებს პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ, რომელმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და ანგარიში მოამზადა, არჩევნებთან დაკავშირებით მხარეებს პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს. ამ პრიორიტეტების შესრულება კი, მათი თქმით, ხელს შეუწყობს თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნასა და 2024 წლის არჩევნების საქართველოს დემოკრატიის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასებას. ეს პრიორიტეტებია: · პოლიტიკურ პოლარიზაციასთან საბრძოლველად, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ საჯაროდ ცნოს სხვა […]
28 თებერვლამდე საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. „25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით“, – აღნიშნულია გარემოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
რუსეთთან ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრიდან 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. “ამ ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. არა 300 000, არც 150 000 როგორც პუტინი და მისი მატყუარა წრე იტყუებიან, მაგრამ თითოეული დანაკარგი ჩვენთვის დიდი დანაკარგია”, – თქვა ზელენსკიმ პრესკონფერეციაზე. მისი განცხადებით, ამ ომში 180 000 რუსი სამხედროა მკვდარი, 500 000-ზე მეტი […]