“ძლიერი ქარი, თოვლი, ნისლი” – ამინდი მკვეთრად იცვლება

26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, 26 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. თბილისში 26 თებერვალს მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 […]

წვევამდელების საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყება

2024 წლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყება და 29 ივნისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ავრცელებს. დადგენილების მიხედვით: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში – 735-ით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – […]

კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

„კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით. არ იყო იმ მოწამვლა, ვერავინ დაგვიდასტურებს ამას, ვერც მათი მოწვეული ექსპერტები ადასტურებენ, ჩვენი გერმანული სკოლაც ამას უარყოფს. პოლიტიკურ თამაშებში ჩვენ არ ჩავერთვებით.”- განაცხადა კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორმა ნინო ნადირაძემ 25 თებერვალს, ტვ “იმედი”-ს გადაცემა “იმედი ლაივ”-ში სტუმრობისას. ჩვენ მოწამვლისთვის არ ჩაგვიტარებია მკურნალობა. თვითგანკურნებები არ […]

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ზელენსკიმ დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა. დაჭრილი სამხედროების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზუსტ რაოდენობას ვერ დაასახელებს, რადგან ეს დაეხმარება რუსი სამხედროების გეგმებს. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, უპასუხებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ზარს. „ის […]

ისრაელის არმიამ მთავრობას წარუდგინა ახალი სამხედრო ოპერაციის გეგმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დღეს, 26 თებერვალს გამოაცხადა, რომ თავდაცვის არმიამ სამხედრო კაბინეტს წარუდგინა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა და ასევე, მომავალი სამხედრო ოპერაციის ოპერატიული გეგმა. რაიონები დაკონკრეტებული არ არის. 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობას წარუდგენდა ქალაქ რაფაჰში მოქმედების გეგმას. ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქს, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, თავს […]

საქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 თებერვალს ევრობასკეტ 2025-ის მე-2 შეხვედრას მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ სერბეთის ნაკრებთან გამართავს. პირველ ტურში საქართველომ დანიაში 69:75 წააგო, ხოლო სერბეთმა ბელგრადში ფინეთს 77:61 სძლია. ფინეთმა საკვალიფიკაციო ტურნირის ექვსივე შეხვედრა რომც წააგოს, მომავალ წელს მაინც ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია. ჩვენი ჯგუფიდან ევრობასკეტზე ფინეთთან ერთად 2 საუკეთესო გუნდი გადის. შესაბამისად, საქართველოს, […]

NYT – უილიამ ბერნსი უკრაინას ფარულად ეწვია

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი უკრაინას 15 თებერვალს ფარულად ეწვია, რათა დაემშვიდებინა ქვეყნის ლიდერები აშშ-ის ფინანსური დახმარების ახალ ოდენობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების ფონზე, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ზოგიერთმა უკრაინელმა დაზვერვის ოფიცერმა ამერიკელ კოლეგებს ჰკითხა, მიატოვებდა თუ არა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მათ, თუ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. „ეს […]

პრეზიდენტი – ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: „ევროპა, თუ არა ევროპა“ – ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ

ამ არჩევნების ირგვლივ იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეიზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები იქნება: “ევროპა თუ არა ევროპა”. ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს პრეზიდენტმა მიმართა, რომ უნდა იყვნენ […]

ბელარუსის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ოპოზიციის გარეშე ჩატარდა, პარლამენტის ქვედა პალატა სრულად აირჩიეს

ბელარუსში, გუშინ გამართული არჩევნების შედეგად, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატა სრულად აირჩიეს. 110-ვე ოლქში გამარჯვებული კანდიდატების სახელები და გვარები რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იგორ კარპენკომ პრესკონფერენციაზე დაასახელა. ამასთან, მისი თქმით, არჩევნების წინასწარი შედეგებით, დეპუტატთა 1 284-ვე ადგილობრივი საბჭო ჩამოყალიბდა. ბელარუსში გუშინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობის უფლება არ მიეცათ. არჩევნებზე დაკვირვება დასავლელ დამკვირვებლებს […]

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომის კაბინეტს რაფაჰის სახმელეთო ოპერაციის გეგმა წარუდგინეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ომის კაბინეტს ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის განხორციელების გეგმა წარუდგინეს, – ინფორმაციას მედია საშუალებები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებენ. ნეთანიაჰუ ამ ქალაქს რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ „უკანასკნელ ბასტიონს“ უწოდებს, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. სააგენტო dpa წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე […]