ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ბაიდენი კვლავ შეეცდება კონგრესის დარწმუნებას უკრაინის დახმარების აუცილებლობაში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის ლიდერებს შეხვდება. თეთრ სახლში 27 თებერვალს დანიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გაწევის აუცილებლობა. პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი და სენატში დემოკრატების უმრავლესობის და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიჩ მაკკონელი. კონგრესში რესპუბლიკელების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის გამო, აშშ ვერ […]
უკრაინის ვიცე-პრემიერი – პოლონეთში 160 ტონამდე მარცვლეული განადგურდა

პოლონეთის რკინიგზის სადგურზე დაუსჯელობისა და უპასუხისმგებლობის აქტის შედეგად დაახლოებით 160 ტონა უკრაინული მარცვლეული განადგურდა, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. მან სოციალურ ქსელ X-ზე მატარებლის ვაგონებიდან ჩამოყრილი მარცვლეულის ფოტოები გამოაქვეყნა. „ამ სურათებზე ნაჩვენებია 160 ტონა განადგურებული უკრაინული მარცვლეული. მარცვლეული ტრანზიტით გდანსკის პორტში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში იგზავნებოდა. ეს პოლონეთის რკინიგზის […]
რომის პაპი – ვითხოვ, მოიძებნოს ადამიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის პირობების შექმნას

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას პირობები უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის. „24 თებერვალს მწუხარებით გავიხსენეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავი. რამდენი მსხვერპლი, დაჭრილი, ნგრევა, ტანჯვა, ცრემლი იყო ამ პერიოდში, რომელიც საშინლად გრძელი ხდება და დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს! ეს არის ომი, რომელიც არა მხოლოდ ევროპის ამ რეგიონს ანადგურებს, არამედ ზრდის […]
ჯეიკ სალივანი – რა თქმა უნდა, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს

იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს, შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს დახმარების პაკეტი, რომელიც სენატმა მიიღო და წარმომადგენელთა პალატამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს. რა თქმა უნდა, უკრაინამ უკვე მიაღწია წარმატებას სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ღრმა […]
ჯოზეფ ბორელი – უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს

უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ და უფრო სწრაფად. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან […]
ევროპელი ლიდერები პარიზში დღეს უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ

პარიზში დღეს 20-მდე ევროპელი ლიდერი შეიკრიბება, რათა სიგნალი გაუგზავნოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ უკრაინის საკითხში ევროპა მტკიცეა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მიზანია დაუპირისპირდნენ კრემლის ნარატივს, რომ რუსეთი “გარდაუვლად მოიგებს“ უკრაინის წინააღმდეგ ომს. მისი განმარტებით, ემანუელ მაკრონმა თავისი ევროპელი კოლეგები ელისეის სასახლეში სამუშაო შეხვედრაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსული აგრესიის […]
რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც დანებდნენ – უკრაინის ომბუდსმენი

რუსეთის ძალებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები კვლავ დახვრიტეს, – ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრო ლუბინეცმა განაცხადა. “კიდევ ერთი ომის დანაშაული, სავარაუდოდ, 2024 წლის 24 თებერვალს ბახმუტის რაიონში მოხდა. ვიდეოში, რომლის მოპოვებად მოვახერხეთ, ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები ნებდებიან: მათ ხელები მაღლა აქვთ აწეული, აჩვენებდნენ, რომ უიარაღოები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. რუსებს ისინი ტყვედ უნდა აეყვანათ, […]
ბუდანოვი: როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ნავალნი მართლა თრომბის შედეგად მოკვდა

უკრაინის დაზვერვის გენერალური სამმართველოს მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა 25 თებერვალს გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით, თრომბის გამო მოკვდა. “იმედი უნდა გაგიცრუოთ, მაგრამ, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ის მართლა თრომბის შედეგად მოკვდა. და ეს მეტ-ნაკლებად დამტკიცებულია. ეს ინტერნეტიდან არ აგვიღია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბუნებრივია (რედ. სიკვდილი).” – თქვა ბუდანოვმა. ამას გარდა, ბუდანოვის თქმით, ხალხს […]
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრის კენჭს

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრის კენჭს. ინფორმაცია 25 თებერვალს ბელარუსის სამთავრობო მედიამ BeITA გაავრცელა. “მათ [ოპოზიციას] უთხარით, რომ [პრეზიდენტობის] კანდიდატი ვიქნები”. – განაცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ, რაც ქვეყნის საპარლამენტო და ადგილობრივი საბჭოების არჩევნებში მისცა ხმა. ლუკაშენკოს თქმით, “არცერთი პასუხისმგებლობიანი პრეზიდენტი მიატოვებდა თავის ხალხს, რომლებიც მას ბრძოლაში […]