მთავრობა პარლამენტისთვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების წარდგენას გეგმავს

მთავრობა საქართველოს პარლამენტისთვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენას გეგმავს. ცვლილებები ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმას უკავშირდება. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში ნათქვამია, რომ ინიციატივა უკავშირდება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას. პროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება, რაც უკვე […]
აზიის განვითარების ბანკი – ევროკავშირის ნახშირბადის ტარიფი გლობალური ჩართულობის გარეშე ნაკლებად შედეგიანი იქნება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვლევის მიხედვით, ნახშირბადის გამომყოფ პროდუქტებზე ევროკავშირის იმპორტის გადასახადი, სავარაუდოდ ნაკლებად შედეგიანი იქნება კლიმატის ცვლილებაზე და მხოლოდ მცირედ ნეგატიურ გავლენას მოახდენს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკებზე. ამასთან, როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი (CBAM), რომლის ძალაში შესვლა 2026 წლისათვის იგეგმება, იმპორტის გადასახადს დაუწესებს ისეთ პროდუქტებს, […]
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენობანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

გურიის რეგიონი ერთ-ერთია იმ სამ სამიზნე რეგიონს შორის, სადაც კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი – „ECO.Georgia” ხორციელდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში „საქმიანი ეზო” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მოეწყო. „ეს რეგიონში მეოთხე „საქმიანი ეზოა“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება. ეროვნულ […]
კარატისტი ნიკო კონჯარია ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონია

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა „კარატე 1, ახალგაზრდულ ლიგას“ უმასპინძლა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა კარატისტმა ნიკო კონჯარიამ. +70 კგ კატეგორიაში 14-15 წლის სპორტსმენებს შორის ხუთი მოგებული ბრძოლით მან ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნიკო კონჯარია ფინალში ეგვიპტელ სპორტსმენს დაუპირისპირდა. შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა, თუმცა პირველი ქულის უპირატესობით ოქროს მედალი ქართველ კარატისტს ერგო. ახალგაზრდულ ლიგაზე საქართველოს ღირსებას სამი სპორტსმენი იცავდა.
„პოლონეთში 160 ტონამდე მარცვლეული განადგურდა“ – უკრაინის ვიცე-პრემიერი

პოლონეთის რკინიგზის სადგურზე დაუსჯელობისა და უპასუხისმგებლობის აქტის შედეგად დაახლოებით 160 ტონა უკრაინული მარცვლეული განადგურდა, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. მან სოციალურ ქსელ X-ზე მატარებლის ვაგონებიდან ჩამოყრილი მარცვლეულის ფოტოები გამოაქვეყნა. „ამ სურათებზე ნაჩვენებია 160 ტონა განადგურებული უკრაინული მარცვლეული. მარცვლეული ტრანზიტით გდანსკის პორტში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში იგზავნებოდა. ეს პოლონეთის რკინიგზის […]
„პეისერა“ 1.4 მლნ ლარის ზარალზეა – როგორია პირველი ციფრული ბანკის ფინანსური მაჩვენებლები

საქართველოში პირველი ციფრული ბანკი „პეისერა“ 1.4 მლნ ლარის ზარალზეა. ორგანიზაციის 2023 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბანკს 10.7 მლნ ლარის აქტივი აქვს, ხოლო ვალდებულებები 2.77 მლნ ლარს შეადგენს. „პეისერას“ საპროცენტო შემოსავალი 237 175 ლარი, ხოლო საპროცენტო ხარჯი 3692 ლარია. გასულ წელს ციფრულ ბანკს ხელფასების სახით მილიონ ლარამდე აქვს გაცემული, ხოლო ჯამში ადმინისტრაციულმა ხარჯმა 1.4 […]
რა ეღირება დღეს ვალუტა

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 26 თებერვალს – ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.6530 ლარი;1 ევრო – 2.8708 ლარი;1 ფუნტი – 3.3600 ლარი;1 ლირა კი 0.0853 ლარი ეღირება;
“უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს” – ბორელი

უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ და უფრო სწრაფად. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან […]
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. სამგორის რაიონი – ვარკეთილის მას., 3, 3 კვ. N4-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23:00-დან 11:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის […]
დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. უცნობია ჩაერთვება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად. როგორც მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, დღევანდელ სასამართლოზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. “წინასწარ, ცხადია, უცნობია, კონკრეტულად რომელ მტკიცებულებას გამოვიკვლევთ, თუმცა ეს იქნება მოწმე, რომელსაც პროკურატურა წარმოადგენს. პრეზიდენტს სააკაშვილის დასწრების შესახებ ცნობილი ხდება სხდომის […]