ვალუტის მიმდინარე კურსი საქართველოში

ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაუფასურდა. დღესღეობით $1-ის ღირებულება 2.71 ლარია, რამდენიმე დღის წინ კი $2,65-მდე იყო. დეტალური ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ საიტზე და იხილოთ დღევანდელი ვალუტის კურსი, გამოიყენოთ ვალუტის კალკულატაორი და შეადაროთ სხვადასხვა ვალუტები ერთმანეთს. რამ გამოიწვია ვალუტის კურსის ცვლილება? ვალუტის კურსის ცვლილება რამდენიმე ძირითადი ფაქტორით შეიძლება იყოს ახსნილი: · უცხო […]
რუსეთმა კიევზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა, დაშავდა 10 ადამიანი

21 მარტს დილით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში დაიწყო, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა, ხოლო საცხოვრებელი შენობები და სამრეწველო დაწესებულებები დაზიანდა. თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა რაკეტის განადგურება შეძლეს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის სერგიი პოპკოს თქმით, ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიევზე პირველი ფართო მასშტაბის იერიში იყო, […]
ისრაელის ცნობით, ღაზის ალ-შიფას ჰოსპიტალში 90 შეიარაღებული პირი მოკლეს და 160 დააკავეს

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის სამხედროებმა სპეცოპერაციისას 90 შეიარაღებული პირი მოკლეს და 160 დააკავეს. ალ-შიფას ჰოსპიტალი ჩრდილოეთ ღაზაში მდებარეობს და ომამდე აქ მოქმედი ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება იყო, ახლა ის მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს. “ბოლო დღეებში ისრაელის არმიამ გაანადგურა ტერორისტები და ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არსებული იარაღის საცავი, როდესაც ამავდროულად ცდილობდა არ დაშავებულიყვნენ […]
ცნობილი ქართველები, რომლებმაც შვილებს ტრადიციული ქართული სახელები დაარქვეს – Marao

ცნობილი ქართველები, რომლებმაც შვილებს ტრადიციული ქართული სახელები დაარქვეს – Marao საქართველოში გავრცელებული სახელებიდან თითოეულს ცხადია, თავისი ისტორია და წარმომავლობა აქვს. არიან მშობლები, რომლებიც შვილებისთვის შედარებით უცხო და განსხვავებულ სახლებს არჩევენ, თუმცა არიან ისეთი წყვილები, რომლებიც ტრადიციების ერთგული რჩებიან და შვილებისთვის ქართულ სახელებს ანიჭებენ უპირატესობას: ემოციებითა და სიყვარულით სავსე დღე – როგორ მიულოცეს ცნობილმა ქართველებმა დედებს […]
დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელი გზაზე ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. 4 კმ-იან მონაკვეთზე კი, უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება 10.5 კმ-იან მონაკვეთს. სარეაბილიტაციო გზა სოფელ არბოშიკიდან იწყება და სოფელ ზემო მაჩხაანს გაივლის. […]
სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის დაზიანებაზე გამოძიება მიდის – ყველამ უნდა აგოს თავის მოქმედებაზე პასუხი – ირაკლი ქარსელაძე

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის უხარისხოდ და პროექტის შეუსაბამოდ განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, თავისი მოქმედებების ყველამ უნდა აგოს პასუხი. „ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ დეკემბერში. მიზეზი იყო მერვე ბურჯზე უხარისხოდ და პროექტის შეუსაბამოდ ნაწარმოები სამუშაოები, […]
ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს. UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს. „21 მარტის ღამეს მტერმა თავდასხმა 11 „ტუ-95“-ის ტიპის ბომბდამშენიდან 2 „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტით და 29 ფრთოსანი რაკეტით განახორციელა. (გაშვების ადგილები – ვოლგოდონსკი, ენგელსი – რუსეთის ფედერაცია)“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეებს შეისწავლის

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი, – აღნიშნულის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ცინცაბაძის ჯგუფის“ მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით მიიღებს სამართლებრივ […]
რუსეთის თავდაცვის უწყება – ბელგოროდში უკრაინის მიერ გაშვებული Vampire-ის 10 რაკეტა ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული RM-70 Vampire-ს ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის 10 რაკეტა ჩამოაგდეს. „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე RM-70 Vampire ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით. თავდაცვის სისტემებით ბელგოროდის ოლქში ათი რაკეტა ჰაერში განადგურდა“, – აცხადებენ უწყებაში. მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, […]