პრეზიდენტი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. ამის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ აზერბაიჯანული წარმოშობის მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს! ბუნების სიცოცხლის განახლების სიხარული და კეთილდღეობა მოეტანოს ყოველი თქვენგანისთვის გაზაფხულის ამ ულამაზეს დღესასწაულს!“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დარგვის აქციაც მოეწყო. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და, სიმბოლურად, 21 ძირი […]

მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა 10 დღით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობიტ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება.

დააკავეს პირი, რომელიც 14 მოქალაქეს ნივთების ონლაინ გამოწერას დაჰპირდა და მათ კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა

საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” შექმნილი გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაჰპირდა. თუმცა ნივთების გამოწერა არ უზრუნველყო და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 […]

ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9383 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9420 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

ომი ყოველთვის დამარცხებაა, ომი არ შეიძლება გაგრძელდეს – რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინასა და პალესტინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ომის გაგრძელება ყოველთვის დამარცხებაა. რომის პაპის თქმით, უკრაინისა და წმინდა მიწის, პალესტინისა და ისრაელის ხალხი დღეს ძალიან იტანჯებიან ომის საშინელებების გამო. “არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ომი ყოველთვის დამარცხებაა. ომი არ შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ყველა ღონე უნდა გამოვიყენოთ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის”, – დასძინა […]

სად გაითიშება დღეს დენი – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ხომლელის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ნინო თოიძის, ნატო გიორგაძის და აზა ადამიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და წმინდა […]

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება. სამიტის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხს, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, გაფართოების პოლიტიკას, საგარეო ურთიერთობების, მიგრაციისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს. „ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო […]

მატჩის დღე, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია – სავარაუდო შემადგენლობა და მოლოდინი

“რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს, შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს… და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში, რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ…” (იოსიფ ბროდსკი) დადგა დღე(ები), რომელსაც შეუძლია ბოლო წლებში აკუმულირებული წარუმატებლობები თუ ტკივილები “ჩამორეცხოს”; დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის წარმატების შუქი, რომელიც ასე გაფერმკრთალებულია და უფრო ინდივიდუალურ გამონათებებს ეფუძნება, მკაფიო და კაშკაშა გახადოს. […]

ენტონი ბლინკენი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში ხარვეზები მცირდება – შეთანხმება შესაძლებელია

მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, რომელიც დაკავშირებულია “ჰამასის” მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან, შეთანხმებას უახლოვდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ”ვფიქრობ, ხარვეზები ვიწროვდება და ვფიქრობ, რომ შეთანხმება, დიდი ალბათობით, შესაძლებელია,” – განაცხადა ბლინკენმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს. „ძალიან ბევრს ვმუშაობდით კატართან, ეგვიპტესთან და ისრაელთან, რათა მაგიდაზე ძლიერი წინადადება დაგვედო. ჩვენ ეს გავაკეთეთ; „ჰამასი“ […]