ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა

ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო. „ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. […]

საგამოძიებო: ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, “ცინცაბაძის ჯგუფის” საქმეებს შევისწავლით

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება უარყოფს ზოგიერთი მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, საგამოძიებო სამსახურის მაჩალიკაშვილისა და სხვების საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყება დაევალა. კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, “ცინცაბაძის ჯგუფის” საქმეებს შეისწავლის. “ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა […]

“ეს ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელია” – ტიერი ანრი

ფრანგის თქმით, “ატლეტიკოს” შემტევი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთლია. “როდესაც გრიზმანს ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ შრომისმოყვარეობა ყველაზე დიდი ტალანტია. ანტუანი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია და ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. მბაპეს შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა შეხედეთ გრიზმანის პასებსა და გატანილ გოლებს… დამისახელეთ ფეხბურთელები, რომლებსაც შემტევ ხაზში ოთხივე პოზიციაზე თამაში შეეძლოთ, ასეთი ისტორიაში ბევრი არ ყოფილა, გრიზმანი კი […]

კონკურენციის სააგენტომ 6 მოვაჭრე დააჯარიმა – მიზეზი ვალდებულებების შეუსრულებლობაა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ – თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ […]

საგამოძიებო: მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების მიზანშეწონილობას შევისწავლით

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლიან. როგორც უწყებაში აცხადებენ, მაჩალიკაშვილის საქმის გარდა მოწოდება ეხებოდა სხვა სარჩელებსაც მათ შორის, „ოჩიგავას“ საქმეს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და […]

ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიღება გაიმართა

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტები, ფოტო და ვიდეო ოპერატორები, ასევე მომავალი თაობის ჟურნალისტები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში დაღუპული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გარდა ამისა, აჩვენეს […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საკითხი ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა ევალებოდათ. სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად […]

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა

ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც შედგებოდა ევროკავშირის 22 ქვეყნის ეროვნული ნოტარიატების წარმომადგენლებისგან, ერთხმად დააკმაყოფილა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპლიკაცია ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საბჭომ აღიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მნიშვნელოვანი წვლილი სანოტარო სერვისებისა და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებაში. „ევროკავშირის ნოტარიუსთა […]

თბილისის ახალი შემოვლითი გზის პროექტირება მიმდინარეობს – ირაკლი ქარსელაძე

„ახალი შემოვლითი გზის გეგმა გვაქვს და მისი პროექტირება მიმდინარეობს“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მთავარი აქცენტი მიმდინარე პროექტების დასრულებაზეა. „თბილისს შემოვლითი გზა ახლაც გააჩნია, რომელიც ინტენსივობიდან გამომდინარე, გამტარობით, მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. „ხედვა 20-30-ის“ ფარგლებში ახალი შემოვლითი გზის გეგმა გვაქვს და მისი პროექტირება მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი […]

თიბისი და ველი ქალების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

მარტი ქალების მხარდაჭერის თვეა. თიბისიმ და ველიმ ძალები გააერთიანეს, რათა მხარი დაუჭირონ ქალ მეწარმეებს როგორც გაყიდვების გაზრდაში, ისე საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზაციაში. ამ მიზნით 20, 21, 22 მარტს ყველას, ვინც თიბისის ნებისმიერი VISA ბარათით ქალი მეწარმეებისგან პროდუქციას VELI.store-ზე შეიძენს, დახარჯული თანხის 25 % უკან დაუბრუნდება. აქციაში ის კომპანიები ჩაერთვებიან, რომლებიც ქალების მიერაა შექმნილი, მათ შორის […]