თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პროექტის – „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია იმყოფებოდა. შეხვედრაზე მან სტუდენტებს ქართული ჯარის ამოცანები, მიმდინარე რეფორმები, კარიერული განვითარების პერსპექტივები და განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრიგადის გენერალმა განვლილი პროფესიული გზაც გაიხსენა და ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. […]

ეროვნული ბანკის ორგანიზებით ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის საჯარო პანელი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა “ფინედუს” და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით “ალტე უნივერსიტეტში” ახალგაზრდა თაობისთვის თემაზე “დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი” საჯარო პანელი გაიმართა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, პანელური ღონისძიება ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ამასთან, განმარტავენ, რომ პანელი, რომელსაც მოდერაციას Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, […]

კობა კობალაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტები, ფოტო და ვიდეო რეპორტიორები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოწვეულ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა, გულითადი მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. „სტუმრებმა და მასპინძლებმა, გაიხსენეს […]

“ბოდიში, რომ არ მოვედი მაშინ შენთან” – ავთო დვალიშვილი

რამდენიმე წლის წინ დავწერე ეს და ახლაც გიზიარებთ მათ კი არ აქვთ ერთით მეტი ქრომოსომა, ჩვენ გვაქვს ერთით ნაკლები ქრომოსომა… ჩვენ გვაკლია რაღაც და არა მათ… ისინი ასე არ მოიქცეოდნენ…. მე-20 საუკუნის 80 იანი წლებში ხშირად კიკეთში ვისვენებდი. ახლანდელი ბავშვებისგან განსხვავებით, მაშინდელი ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს ეზოში ვატარებდით. ერთხელ, გამოჩნდა დაახლოებით ჩვენი წლოვანების გოგო. მეგობარმა […]

ნიგერიის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს ბიუჯეტის ფულით უცხოეთში მოგზაურობა აუკრძალა

ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ მთავრობის წევრებისთვის ბიუჯეტის ფულით უცხოეთში მოგზაურობა აკრძალა. აკრძალვა თავდაპირველად სამი თვის განმავლობაში 1-ლი აპრილიდან იმოქმედებს. ინფორმაცია ამის შესახებ ბოლა ტინუბუს აპარატის უფროსმა გაავრცელა. ნიგერიის პრეზიდენტის აპარატის უფროსის თქმით, ქვეყანაში იზრდება შეშფოთება მთავრობის წევრების მიერ უცხოეთში მოგზაურობაში დახარჯული ბიუჯეტის ფულის გამო. ბოლო დროს ნიგერიაში უცხოეთში ვიზიტების გამო კრიტიკის ობიექტია პრეზიდენტი ტინუბუს ადმინისტრაცია. […]

მრავალმილიონიანი სასამართლო პროცესები: ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები – Marao

მრავალმილიონიანი სასამართლო პროცესები: ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები – Marao გასული წლის განმავლობაში არაერთი ცნობილი წყვილი დაშორდა ერთმანეთს, მათ შორის არიანა გრანდე და დალტონ გომესი. Game of Thrones-ის ვარსკვლავი სოფი ტერნერი და პოპ მომღერალი ჯო ჯონასი. თაღლითობის სკანდალების ან ძალადობის ბრალდებების გამო, ცნობილი სახეები მილიონებს ხარჯავენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი უთვალავი აქტივები სამართლიანად გაიყოს ორივე მხარეს შორის. […]

რომანი მილიონერი ბიზნესმენის ქალიშვილთან, ამბები ბაბუაზე და ცნობილი ოჯახი – ამომავალი ვარსკვლავის, კალათბურთელ რატი ანდრონიკაშვილის ცხოვრების ამბები – Marao

რომანი მილიონერი ბიზნესმენის ქალიშვილთან, ამბები ბაბუაზე და ცნობილი ოჯახი – ამომავალი ვარსკვლავის, კალათბურთელ რატი ანდრონიკაშვილის ცხოვრების ამბები – Marao ვინც ქართულ სპორტს, კონკრეტულად კი, კალათბურთს თვალს ადევნებს, შეუძლებელია, არ შეემჩნია გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი რატი ანდრონიკაშვილი. რატი 23 წლისაა, არის 1.93 მეტრის სიმაღლის და გამთამაშებლისა და მსროლელის პოზიციებზე თამაშობს. ანდრონიკაშვილი საქართველოს სუპერლიგის გუნდ ენერჯი ინვესტს […]

დააჯარიმეს ბათუმის კაფეები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ

კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა ბათუმში მდებარე ექვსი კვების ობიექტი – მიზეზი არის ის, რომ, გაფრთხილების მიუხედავად, ისინი სტუმრებს ქართულ ენაზე არ სთავაზობდნენ მომსახურებას. სერვისის მიღება ძირითადად რუსულ ენაზე იყო შესაძლებელი. ჯარიმის გადახდა დაეკისრათ: · ი/მ მარია კალუსტიანს – 600 ლარი; · შპს „დარიას“ – 1 088 ლარი; · ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს – 600 ლარი; · ი/მ […]

როდესაც კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი

ასეთი კამპანიების მიზანიც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის მიერ ანტიჩინურ კამპანიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება შემაშფოთებელია. „ასეთი კამპანიების მიზანიც არის […]

გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს – პრემიერი მარნეულში იმყოფებოდა

ძმებო და დებო გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს. თქვენთან ერთად ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან განსაკუთრებული სითბო და სიყვარული აკავშირებს. „მიხარია, რომ თქვენთან ერთად მაქვს ამ სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა. ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული სითბო […]