ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ორი კვირის განმავლობაში საკვირაო სკოლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა
პროექტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა, მასში მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ახალგაზრდა იყო ჩართული, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები მონაწილეობდნენ დისკუსიებში, დაეუფლნენ ესეების წერის ტექნიკას, მოამზადეს თავიანთი სოფლის ღირსშესანშნავი ადგილების შესახებ, ვიდეორგოლები ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენოვან საკვირაო სკოლას, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ინგლისური ენის ფილოლოგი – თამარ ნიკურაძე უძღვებოდა. მონაწილეები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მანუჩარ მანველიძემ, მერიის […]
გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს – ხელვაჩაურის მერი

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება, ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.”- წერს სოციალურ ქსელში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე. “ყოველდღიურობის ამსახველი ობიექტური, ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება არსებითია დემოკრატიის ხარისხის, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების მქონე ქვეყნისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. გილოცავთ პროფესიულ დღეს […]
გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა
გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა”- წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდება. “როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ტყვედ ჩვენი მეზღვაურები აიყვანეს, სპეციალური ჯგუფი შევქმენით, ჩემი თანამებრძოლის, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით. ის სომალის საზღვარზე გაემგზავრა და თითქმის ყოველდღე ჩემთან […]
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო Starlink-ის სატელიტურ მოწყობილობებს და ინტერნეტს ყიდულობს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო starlink-ის 10 ერთეულ სატელიტური მოწყობილობას და ინტერნეტს ყიდულობს – შესაბამისი მოთხოვნა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია 9 რეგიონული ტექნოპარკის უწყვეტი და სტაბილური ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად 10 ერთეული „სტარლინკის“ წარმოების (Flat HP ტიპის) მაღალი გამტარობის მიმღები ანტენა/სატელიტური მოწყობილობის და ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც 9 თვის განმავლობაში ინტერნეტმომსახურებას გულისხმობს. […]
დასაქმება შემცირდა, ხელფასები გაიზარდა – როგორი წელი ჰქონდა ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს?

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში 2023 წელს ხელფასები 25.5%-ით გაიზარდა და ქვეყნის საშუალო ხელფასს გადააჭარბა. PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით, გასულ წელს სექტორში საშუალო ანაზღაურება 2 130 ლარი იყო. შედარებისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 1858.2 ლარი შეადგინა.
სოზარ სუბარი – რაც ქართული ოპოზიციის 4-კაციანმა დელეგაციამ „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ჰქვია ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი

„ევრონესტთან“ დაკავშირებით რაც ქართული ოპოზიციის 4-კაციანმა დელეგაციამ გააკეთა, ამას ჰქვია ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა. სუბარის თქმით, ეს არის პირდაპირ ხელის შეშლა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. “ევრონესტთან” დაკავშირებით რაც ქართულმა ოპოზიციამ გააკეთა, 4 კაციანმა დელეგაციამ, ამას ჰქვია ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი. ეს არის პირდაპირ […]
ახმეტაში ქმარმა ცოლი დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ცოლის დანით დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ჭრილობა დანით, ზურგის არეში მიაყენა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 19 119 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს. რექტორის მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მიმართვაში დავით გურგენიძე აღნიშნავს, რომ თავისუფალი და ობიექტური მედიის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის დაცვისათვის. “ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, გისურვებთ პროფესიულ წარმატებებს. მედიის ობიექტურობა დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია. საქართველოს […]
ომბუდსმენი – ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას ინკლუზიური, ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად

ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული კიდევ ერთი შეხსენება არის იმის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას ინკლუზიური, ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად, სადაც თითოეული მოქალაქე თავს დაფასებულად იგრძნობს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მარნეულში, ნოვრუზ-ბაირამის აღსანიშნავ სადღესასწაულო ღონისძიებაზე განაცხადა. „ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის აღიარება და შენარჩუნება ჩვენთვის ის ერთ-ერთი იარაღია, რომელიც […]
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭომ მმართველი კომიტეტის შეხვედრა გამართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და გენერალური პროკურორის მონაწილეობით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, მმართველმა კომიტეტმა, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა. „მმართველი კომიტეტის შეხვედრაში, სამართლის დარგების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა, ადვოკატებმა და პროკურორებმა, რომელთაც სამართალწარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. […]