ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები – პრემიერი ამერიკასთან ურთიერთობაზე

ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგები შეიძლება იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები. „ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები […]

კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის მიერ „ევრონესტთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. „რეალურად გასაგებია აქ რაშიც არის საქმე. აქ საქმე ეხებოდა […]

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ას წელზე მეტია, ქართული ჟურნალისტიკა თავის ისტორიას წერს და ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა. „ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს! ას წელზე მეტია, ქართული ჟურნალისტიკა თავის ისტორიას წერს და ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა. საზოგადოების ინფორმირების პროცესში თქვენი როლი განსაკუთრებულია. თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის […]

ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია

ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიმართა სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. „ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია. შესაბამისად, მე […]

სხვა პარტიებისგან იმით განვსხვავდებით, რომ ჯერ ჩვენი მომხრეების დიდი არმია შევქმენით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ პარტიად

„ზოგ კვლევაში გვაქვს 1%, ზოგში კი – 2% და ეს იმ ფონზე, რომ ჯერ არავითარი სამუშაო არ ჩაგვიტარებია ამომრჩევლების ხმების მობილიზების მიზნით“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ხალხის ძალას“ მისი რეიტინგები ჯერ არ გაუზომია, რადგან აქამდე პარტია არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავად კვლევითმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოახვედრეს „ხალხის ძალი“ […]

დღეს ვის დააჯერებ საქართველოში, რომ გიორგი კანდელაკი და ნათია მეზვრიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციასაც წარმოადგენენ

„საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია, რა მიზნისთვის ფინანსდება უცხოეთიდან ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამავე დროს, ასოცირდება პოლიტიკურ პარტიასთან. „დღეს ვის დააჯერებ საქართველოში, რომ გიორგი კანდელაკი და ნათია მეზვრიშვილი არასამთავრობო […]

ლობოტკა: “ბარსელონასა” და “რეალის” დონეზე ასვლა შეგვიძლია

“ნაპოლის” ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ სლოვაკეთის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა, დაჯილდოების შემდეგ კი ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ის სიხარული, რასაც განვიცდი, ენით აღუწერელია. სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვება ჩემთვის დიდი სტიმულია. პრიზი “ნაპოლის” გასული სეზონის გამო გადმომეცა. ცოტა უცნაური წელი გამოგვივიდა. სეზონის პირველ ნაწილში ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ, მეორეში – არა. ჩვენ “ნაპოლი” ვართ და არა მადრიდის […]

ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიღება გამართა

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტები, ფოტო და ვიდეო ოპერატორები, ასევე მომავალი თაობის ჟურნალისტები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში დაღუპული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გარდა ამისა, აჩვენეს […]

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 19 მარტს, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში გაიმართა. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, აღსანიშნავია, რომ საბჭოზე განხილული იყო ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები. „მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს […]

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 3 ადამიანი

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 3 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ ყანდაარში, ბანკის წინ აიფეთქა, რის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ყანდაარის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებას ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ, რომლებიც ბანკის წინ ფულის გამოსატანად იყვნენ შეკრებილნი.