ოფიციალური შედეგებით, პუტინმა ხმების 87.28%-ით გაიმარჯვა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.28%-ი მოიპოვა. ცესკო-ს თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განმარტებით, ვლადიმერ პუტინს ხმა 76 277 708 ამომრჩეველმა, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 87.28%-მა, მისცა, ნიკოლაი ხარიტონოვს – 3 768 470-მა, ანუ 4.31%-მა, ვლადისლავ დავანკოვს – 3 362 484-მა, ანუ 3.85%-მა, ლეონიდ სლუცკის კი – 2 797 […]

შუა დერეფნის განვითარებისთვის ვმუშაობთ ყაზახეთთან, საქართველოსთან და გვსურს, მოვიზიდოთ ჩინელი მეგობრები – აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი

შუა დერეფნის განვითარებისთვის ჩვენ უკვე ვმუშაობთ ყაზახეთთან, საქართველოსთან და გვსურს, მოვიზიდოთ ჩვენი ჩინელი მეგობრები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიკმეთ გაჯიევმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, მსგავს პროექტში, რომელიც კვეთს სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებს, გადამწყვეტია „ერთი ფანჯრის“ შესაძლებლობა, განსაკუთრებით ჩინური კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი სატვირთო გადაზიდვები ევროპის ბაზარზე გადაამისამართონ. […]

იმედია, აშშ–თან ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება – პრემიერი

პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება დადებით შედეგს გამოიღებს და ისაუბრა ასევე, უვიზო მიმოსვლაზეც. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც […]

აფეთქებამ ყანდაარში ოთხი ადამიანი შეიწირა

ოთხი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარში 21 მარტს, იტყობინებიან თალიბანის და ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლები. არსებული ცნობით, აფეთქება მოხდა იმ დროს, როცა თალიბანისთვის დასაქმებული პირები New Kabul Bank-ის ადგილობრივ ფილიალთან შეიკრიბნენ, რათა ხელფასი მიეღოთ. ყანდაარი თალიბების საყრდენია, ამ ქალაქში ცხოვრობს დაჯგუფების ლიდერი ხიბატულა ახუნდზადა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ბოლო წლებში, […]

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, რომელთა თანახმად, გამარჯვებული ვლადიმირ პუტინია. მან ხმების 87,28% მოაგროვა. პუტინს მხარი დაუჭირა რუსეთის საარჩევნო უფლების მქონე 76 მილიონმა ადამიანმა. რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატის, ნიკროლაი ხარიტონოვის მომხრეთა წილი ხმების საერთო რაოდენობაში 4%-ა. „ახალი ხალხის“ კანდიდატს, ვლადისლავ დავანკოვს, ხმა მისცა ამომრჩეველთა 4%-ზე ნაკლებმა, ხოლო ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენელს, ლეონიდ სლუცკის […]

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი დანით დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, გამოძიება 11 პრიმა 19.109-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

გინტურის ძმა: სანამ ეს მთავრობა იქნება, არანაირი გამოძიება არ ჩატარდება

მთავრობას არ აინტერესებს, თორემ აქამდე ყველაფერი გამოძიებული იქნებოდა […] გუშინ ერგნეთში 118-ე შეხვედრა იყო, სუს-ის უფროსი გამოვიდა და თქვა, რომ თამაზ გინტურის მკვლელების სია ჯერ არ გვაქვსო. სია რათ უნდათ, სოფელ კირბალის ლომისის ტაძარში იმ დღეს ვინ იყო მორიგე და ჩემი ძმა ვინ ჩაცხრილა, მაგას რა სია უნდა […] მე როგორც ვამჩნევ, სანამ ეს მთავრობა […]

თიბისი და ველი ქალების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

მარტი ქალების მხარდაჭერის თვეა. თიბისიმ და ველიმ ძალები გააერთიანეს, რათა მხარი დაუჭირონ ქალ მეწარმეებს როგორც გაყიდვების გაზრდაში, ისე საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზაციაში. ამ მიზნით 20, 21, 22 მარტს ყველას, ვინც თიბისის ნებისმიერი VISA ბარათით ქალი მეწარმეებისგან პროდუქციას VELI.store-ზე შეიძენს, დახარჯული თანხის 25 % უკან დაუბრუნდება. აქციაში ის კომპანიები ჩაერთვებიან, რომლებიც ქალების მიერაა შექმნილი, მათ შორის […]

ბათუმში დაჯარიმდა 6 ობიექტი – მომხმარებლებს უცხო ენაზე ემსახურებოდნენ

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. დაჯარიმდნენ ობიექტები, რომელთაც მენიუ უცხო ენაზე ჰქონდათ შედგენილი და ენის შეცვლასთან დაკავშირებით უწყების გაფრთხილება არ გაითვალისწინებს. სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ მარია კალუსტიანს – 600 ლარი, შპს “დარიას” – 1 088.27 ლარი, ი/მ ვლადისლავ […]

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური შეთავაზებები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას სპეციალურ ფასად – 225 ლარად სთავაზობს, პარალელურად, ტოიოტას 5 მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისში მძღოლები ასევე სპეციალურ ფასს – 150 ლარს გადაიხდიან. ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სპეცშეთავაზება ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულძრავიან მოდელზე […]