აფეთქებამ ყანდაარში ოთხი ადამიანი შეიწირა

ოთხი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარში 21 მარტს, იტყობინებიან თალიბანის და ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლები.
არსებული ცნობით, აფეთქება მოხდა იმ დროს, როცა თალიბანისთვის დასაქმებული პირები New Kabul Bank-ის ადგილობრივ ფილიალთან შეიკრიბნენ, რათა ხელფასი მიეღოთ.
ყანდაარი თალიბების საყრდენია, ამ ქალაქში ცხოვრობს დაჯგუფების ლიდერი ხიბატულა ახუნდზადა.
მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ბოლო წლებში, მას მერე, რაც თალიბანმა კვლავ აიღო ხელში ძალაუფლება ავღანეთში, „ისლამურმა სახელმწიფომ” არაერთი თავდასხმა მოაწყო. შეიარაღებული ძალების საერთაშორისო კოალიციამ -ის მეთაურობით, რომელიც წლების განმავალობაში ებრძოდა თალიბებს ავღანეთში, 2022 წელს დატოვა ეს ქვეყანა, რის შემდეგ თალიბანმა კვლავ დაიბრუნა ძალაუფლება. თალიბანის მთავრობას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს