დღეს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: 22 მარტიდან 24 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

ელექტროენერგია გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს სამგორის, საბურთალოს და კრწანისის რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, IV კვარტლების, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, […]

„როგორ იტანჯე უცხო მიწაზე…“ – ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. 37 წლის ნინი ჩეჩელაშვილი მძიმე სენს ემსხვერპლა. „გარდაიცვალა ემიგრანტი, ნინი ჩეჩელაშვილი – ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, უკეთილშობილესი… ესპანეთში, მადრიდში. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე… შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა, ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ – ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი […]

8 სიტყვიანი ლოცვა, რომელსაც მისტიკური ძალა აქვს

“უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი”, – ეს ლოცვა 2000 წლისაა. წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა და მნიშვნელობა აქვს. მას წმინდა მოციქულები და წმინდა მამები ამბობდნენ. ჩვენც ხშირად უნდა ვიმეორებდეთ, რადგან იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულისთქმებისა და აზრებისაგან. დაუცხრომლად და მთელი გულით წარმოთქმული იესოს ლოცვა, უკვე […]

ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ

ევროპულმა საბჭომ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ორდღიანი სამიტის პირველი სამუშაო დღის ბოლოს, 21 მარტს გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც რამდენიმე საკითხს, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებას ეხება. საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების წინსვლაში და მხარს უჭერს ამ ქვეყნებთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკების ჩარჩო დოკუმენტების სწრაფად მიღებას. ევროპული საბჭო მხედველობაში იღებს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას […]

20-მდე კორეელი ახალგაზრდა საქართველოს კულტურას, დამწერლობასა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნო

კორეაში საქართველოს ელჩის მეუღლემ თამარ ჩაჩუამ საქართველოს კულტურისა და ენის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა დაუნის სინდრომის მქონე კორეელი ახალგაზრდებისთვის. პრეზენტაციის ფარგლებში, 20-მდე კორეელი ახალგაზრდა საქართველოს კულტურას, დამწერლობასა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნო. კორეელ ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი სახელები დაეწერათ ქართული ანბანის გამოყენებით, რომელიც მათ სამახსოვროდ გადაეცათ. აქტივობის ფარგლებში, კორეელ ახალგაზრდებს საჩუქრად გადაეცათ საელჩოს მიერ მომზადებული სამახსოვრო […]

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი წელს მეთერთმეტედ გაიმართება

საქართველოში წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება. 2024 წლის „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) საკონკურსო თემაა: „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც, იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“ – „Write a letter to future generations about the world you hope they inherit“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9 – 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება […]

ლაპორტა: მბაპე “რეალის” გასახდელში სიტუაციას გააფუჭებს

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში კილიან მბაპეს “რეალში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. ლაპორტას თქმით, ფრანგი შემტევი “ბლანკოსის” გასახდელში სიტუაციას შეცვლის და ეს გუნდზე უარყოფითად აისახება. “ჩემი აზრით, მბაპეს ყიდვის შემთხვევაში “რეალს” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის გაყიდვა მოუწევს და თუ ვისაუბრებთ ციფრებზე, მისი ტრანსფერი პერესს ძალიან ძვირი დაუჯდება და შესაძლოა, გასახდელში ატმოსფეროც გააფუჭოს. არის თუ არა […]

გიორგი ამილახვარმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძესთან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. კერძოდ, მხარეებმა განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთობლივი […]

GITA-სა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების განხორციელებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით. „თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმება ერთობლივი თემატური სემინარები, კონფერენციები, საჯარო ლექციები და ტრენინგები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს […]