ამ დროისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 19 400-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 850-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედურ სტატისტიკას აქვეყნებს. 2024 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედური სტატისტიკის თანახმად, რომელიც 22 მარტის 10:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს მოიცავს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 850-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის […]

თბილისის ეროვნულ პარკში ახალი ეკოსაგანმანათლებლო და რეკრეაციული პროექტი განხორციელდება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურისა და ზედაზენის უბნებზე დაგეგმილი ახალი სარეკრეაციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეების მოსაწყობი ადგილები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრთან ერთად, თბილისის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ საქართველოში შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის […]

უცხოელებს ქართული ბანკებიდან 510 მლნ ლარის იპოთეკური სესხი აქვთ აღებული

საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს სულ 10.9 მილიარდი ლარის ღირებულების იპოთეკური სესხები აქვთ გაცემული. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს არარეზიდენტთა მიერ აღებული იპოთეკური კრედიტების ჯამური ღირებულება 510 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კრედიტების რაოდენობა 3800-ია. განსხვავებულია უცხოეთის მოქალაქეთა და საქართველოს მოქალაქეთა იპოთეკური კრედიტების სავალუტო მაჩვენებელი. თუკი საქართველოს მოქალაქეთა იპოთეკის 61% ეროვნულ ვალუტაში არის […]

დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. როგორც ოპოზიცია განმარტავს, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ კი, ძირითადად, არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ დეპორტირებას გამოიწვევს. ოპოზიციის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ უცხო […]

საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ მილიარდ ლარს გადააჭარბა

დღევანდელი მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8,274-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 26,354,795.74 ლარი. 29 თებერვლის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოდან დღემდე ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები ასეთია: • კონსერვატიული პორტფელი: 5.11%. • დაბალანსებული პორტფელი: 5.51% • დინამიკური პორტფელი: 5.80%.

მსხვილ კომპანიებს შევთავაზეთ, დაეხმარონ მცირე გადამზიდავებს უკვე მიღებული ნებართვების გამოყენებაში – ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ლევან გამყრელიძესთან ერთად, საქართველოში რეგისტრირებულ საავტომობილო სატვირთო გადამზიდავებს შეხვდა და მათ სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის წესი და მიმდინარე საკითხები გააცნო. ინფორმაციას ეკონიმიკის სამინისტრო ავრცელებს. გურამ გურამიშვილის განცხადებით, სამინისტრომ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის არსებული წესი განიხილა და მასში შესატანი […]

სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით გადამზიდავ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ლევან გამყრელიძესთან ერთად, საქართველოში რეგისტრირებულ საავტომობილო სატვირთო გადამზიდავებს შეხვდა და მათ სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის წესი და მიმდინარე საკითხები გააცნო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრომ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის არსებული წესი […]

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომლები ამხილა

საგამოძიებო სამსახურის მიერ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მხილებულია ტექინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 2-იდან 4- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში […]

თუ სააკაშვილის ამბიცია, თვითონ შეადგინოს სია, არ დაკმაყოფილდება, ის ძალიან მარტივ რამეს იზამს – პეტრე მამრაძე

თუ სააკაშვილის ამბიცია, თვითონ შეადგინოს სია, არ დაკმაყოფილდება, ის ძალიან მარტივ რამეს იზამს – „მიხეილ სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ და ეს იქნება სხვა პარტია, უკვე სხვა სახელწოდებით და მისი სიით. ეს ნამდვილად ასეა, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, თუ მოხდება ისე, რომ „ნაცმოძრაობა“ დღევანდელი შემადგენლობით […]

თბილისში 5 024 აბონენტს გაზი არ აქვს – ნახეთ, აღდგენის დრო

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში 5 024 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება დიღმის და ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილს. როგორც თბილისი ენერჯიში ამბობენ, მიწოდება დღეს, ეტაპობრივად – 17:00 საათამდე აღდგება.