22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, წყლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. გაფართოვდა მონიტორინგის ქსელი და გაიზარდა განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა. […]

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 22 მარტს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, IV კვარტალების, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ნუცუბიძის, […]

სოსო არჩვაძე – არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური გეგმები რეალისტური უნდა იყოს, მათში უნდა ჩანდეს არა მარტო მიზნები, არამედ მათი განხორციელების გზები, საჭირო რესურსები და ვადები

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკურ საკითხებზე „საქსტატის“ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, წლის დასაწყისში საგარეო ვაჭრობის შემცირების მიზეზებზე, სავარაუდოდ, რას ნიშნავს მიმდინარე ფასებში მშპ-ს ზრდა 10,1%-ით, რას ნიშნავს „სავალო ვალდებულებების შემცირება“ და რა კავშირშია იგი ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებასთან, ასევე იმაზე, რამდენად უკავშირდება უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, „ინტერპრესნიუსი“ ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, სოსო […]

ემოციები ნაკრების გასახდელიდან – “კვარამ” თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებს გამარჯვება UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მიულოცა. გთავაზობთ ვიდეოს. ვიდეო: ეროვნული ნაკრები

ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს…

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა. “ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით პირველი ტყაიმის ფონზე, დამსახურებული იყო. გაუგებარია, მსაჯმა რის მიხედვით იმოქმედა. თავიდან ჩვენს ფეხბურთელს მიქაუტაძე ექაჩებოდა, ამის შემდეგ თამაში გააგრძელა და შემდეგ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო – […]

რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დარტყმები დაფიქსირდა კრივი-რიჰში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, კროპივნიცკისა და ხმელნიცკში. კროპივნიცკში, თავდასხმის შედეგად, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა 12 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, დანგრეულია 7 და დაზიანებულია 35 სახლი. არიან დაშავებულები, მათი […]

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს

„დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა. ისტორიული მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველ ტაიმში ანგარიში 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გოლით გაიხსნა. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. ამ გამარჯვებით ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელები საბერძნეთსა და ყაზახეთს […]

უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევაა

გამთენიისას უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი თავდასხმის გამო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ქვეყნის სხვადასხვა ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტია. 15-მდე აფეთქების შესახებ იუწყება ქალაქ ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ხარკოვში აფეთქებებით გამოწვეული ხანძრებია. არაერთ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 8 სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება […]

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მარტს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ქანდა, ციხისძირი, ქსანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, გმირის, აღმაშენებლლის, მუხრანის, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 17:00 […]