მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება გადავადდება

მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება გადავადდება. ამის შესახებ ცნობილი ჯანდაცვის მინისტრთან ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ჯანადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს. მათივე ცნობით, […]
ხატია დეკანოიძე მინისტრს – რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მილიონამდე ემიგრანტმა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მილიონამდე ემიგრანტმა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში? – ამ შეკითხვით მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში „ინტერპელაციის წესით“ იმყოფება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ემიგრაციის მზარდი ტენდენციების გამო, მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოქალაქეების საკუთარი ქვეყნის არჩევნებში. “ევროპის საბჭოს საპარლამენტო […]
დავით მათიკაშვილი „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირების ჩავარდნაზე – მოხდა აბსოლუტურად სამარცხვინო ფაქტი, იმდენად სამარცხვინო, რომ ამ სირცხვილს ოპოზიცია ვერ ჩამოირეცხავს

მოხდა აბსოლუტურად სამარცხვინო ფაქტი. იმდენად სამარცხვინო, რომ ამ სირცხვილს ოპოზიცია ვერ ჩამოირეცხავს, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ “ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ რეზოლუციის პროექტის ინიცირება ვერ მოხერხდა. მათიკაშვილის თქმით, საქართველოს დელეგაციის აბსოლუტურად ყველა ოპოზიციონერ წევრს ჰქონდა იმის შესახებ ინფორმაცია, რომ […]
ილია დარჩიაშვილი – ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად შევძლოთ მოქალაქეებამდე ინფორმაციის მიტანა, რათა მათ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების საჭიროება დავანახოთ – მოგიწოდებთ, რომ ამ პროცესში თქვენც ჩაერთოთ

ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად შევძლოთ მოქალაქეებამდე ინფორმაციის მიტანა, რათა მათ დავანახოთ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების საჭიროება. მოგიწოდებთ, რომ ამ პროცესში თქვენც ჩაერთოთ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით დეპუტატების დასმულ კითხვებს პასუხობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას მერე, მოქალაქეების აღრიცხვა დასრულდება, შემდგომი ნაბიჯებისთვის საქართველოს ხელისუფლება მზადაა. „ჩვენი ნომერი პირველი […]
ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხები და ინვესტორებისა და ბიზნესისთვის აქტუალური თემები განიხილეს

საქართველოში ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარება, შუა დერეფნის მნიშვნელობა, კომერციული არბიტრაჟის გაძლიერება, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იყო დღის წესრიგის ძირითადი თემები ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა. საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი […]
“ისტერიული მოსყიდვები რეგიონებში…” – იაგო ხვიჩია ოცნებაზე

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელ რიტორიკას, რომ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობით შეძლებენ ხელისუფლებაში ყოფნას 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ეხმაურება და ამბობს: “თიხის ფეხების დამალვის მცდელობაა უფრო, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” სინამდვილეში რომ ასე ფიქრობდეს, ჩვენ ვერ დავინახავდით იმ ისტერიულ მოსყიდვებს და მთელ კამპანიას, რომელიც რეგიონებში აქვს ჩართული „ქართულ ოცნებას“. ბოლო პერიოდში გაცხადებული ანტიდასავლური რიტორიკის […]
ძებნილმა პირმა გარიგება დადო სანოტარო ბიუროში და საჯარო რეესტრში – დმანისის ყოფილი მერის ადვოკატი

დმანისის ყოფილ მერის, გიორგი ტატუაშვილის უფლებადამცველის ცნობით, პირები, რომლებიც თავდასხმისთვის უნდა იყვნენ ძებნილები, თავისუფლად გადაადგილდებიან. შევიტანეთ საჩივარი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რასაც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რასაც ადგილი აქვს დმანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც არ ასრულებენ სასამართლო გადაწყვეტილებას და ფაქტობრივად პირი, რომელიც უნდა იყოს ძებნაში, თავისუფლად გადაადგილდება. […]
europop forum: Tales of Play – რა გელით სპორტზე თხრობის ფორუმზე

12-13 აპრილს თბილისში, Tbilisi Factory-ში დიდი სპორტის შემქმნელი ადამიანების გზები გადაიკვეთება. europop forum: Tales of Play – სპორტზე თხრობის ფორუმი – ასე ეწოდება 2-დღიან ღონისძიებას, რომელიც ევროპოპის ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება. ევროპოპ ფორუმის სცენას სპორტის მენეჯმენტისა და მედიის პროფესიონალებთან ერთად, რამდენიმე ვარსკვლავური ფეხბურთელიც გაიზიარებს – მათ შორის იქნებიან ნიდერლანდელი ლეგენდები კლარენს ზეედორფი და პატრიკ კლუივერტი. […]
დავით მათიკაშვილი – „თბილისი პრაიდიდან“ გამოჟონილი ინფორმაციაა, რომ მზაკვრული მცდელობა იქნება იმისა, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტი ანტიევროპულად შეაფასონ, თუმცა ამ გეგმას რეალიზება არ უწერია

ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა დავიცვათ ამ ფსევდოპროპაგანდისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, რომელიც შემდეგ კვირაში დაინიცირდება. მათიკაშვილის თქმით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა ეს ის პრობლემაა, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია. “ოპოზიციას ძალიან ეშინია ამ კანონპროექტის და საზოგადოების რისხვის. […]
„ელთ ბილდინგი“ ესპანურ Barcelo Hotels & Resors-თან პარტნიორობით თბილისში „ესპანურ კვარტალს“ აშენებს

წარმოიდგინე იცხოვრო 5-ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსში და მიიღო ყველა შესაბამისი სასტუმრო სერვისი შენს ბინაში. დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ მსოფლიოში ცნობილ ესპანურ კომპანია „Barcelo Hotel Group”-თან პარტნიორობით, თბილისში ახალ საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს «ესპანურ კვარტალს» აშენებს, რომელიც მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის პანორამული ხედებით ქალაქის შუაგულში განთავსდება. კომპანია „ელთ ბილდინგს“ დეველოპერულ სფეროში უკვე თავისი ნიშა აქვს და […]