ილია დარჩიაშვილი – ჩვენი პრიორიტეტი, ოპონენტებისგან განსხვავებით, ისაა, რომ ვზრუნავთ, რაც შეიძლება მაღალ დონეზე უზრუნველვყოთ ჩვენი ემიგრანტი მოქალაქეების უფლებების დაცვა ადგილზე – საკონსულოების გახსნა არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან

ჩვენი მთავარი მიდგომა და პრიორიტეტი, ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე უზრუნველვყოთ მათი უფლებების დაცვა ადგილზე. აქედან გამოვდივართ და არ ვუყურებთ ჩვენს მოქალაქეებს ისე, როგორც მხოლოდ ადამიანებს, რომლებმაც ხმა უნდა მისცენ ამა თუ იმ პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის […]

ლევან ხაბეიშვილი – ახალგაზრდებს განსაკუთრებით აწუხებთ გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება და იმაზე ფიქრი, რომ ქვეყნის დატოვება ერთადერთი პოზიტიური პერსპექტივაა

ახალგაზრდებს განსაკუთრებით აწუხებთ გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება და იმაზე ფიქრი, რომ ქვეყნის დატოვება ერთადერთი პოზიტიური პერსპექტივაა. 2024 წლის არჩევნებში, ახალგაზრდები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ, რადგან სწორედ მათ უკავშირდებათ საქართველოს მომავალი და მათ უნდა მიიღონ სწორი, გააზრებული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს. როგორც ერთ-ერთ სოციალურ ქსელ ხაბეიშვილი წერს, საქართველოს მომავალი […]

ილია დარჩიაშვილი – გავაგრძელებთ მუშაობას, რომ არა მარტო საარჩევნო უფლების რეალიზაცია იყოს დაცული, არამედ საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სერვისებით, რომელსაც კონკრეტულ ქვეყნებში ვთავაზობთ

გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ არა მარტო საარჩევნო უფლების რეალიზაცია იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მათ მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სახელმწიფო სერვისებით, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ ქვეყნებში სთავაზობთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლის დროს ისაუბრა. მინისტრმა უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვას, უწარმოებია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს […]

რუსების სარაკეტო და დრონებით თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 16 და დაკარგულია 3 პირი

რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 3 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. რუსების თავდასხმას 2 ადამიანი ხმელნიცკში ემსხვერპლა, 1 -ზაპოროჟიეში. დაკარგული მოქალაქეებიც ზაპოროჟიეს ოლქის მკვიდრები არიან. რაკეტებითა და დრონებით იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში, […]

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს.

„ქართულ ოცნებას“, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს არაფერი სჭირთ გადასარჩენი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი გაახმოვანა

„ქართულ ოცნებას“, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს არაფერი სჭირთ გადასარჩენი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი გაახმოვანა „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი არაფერი სჭირს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ ამით აჩვენა, თუ რა არის მისი რეალური არასამთავრობოობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „სტრატეგიული […]

რუსულმა რაკეტებმა „დნეპროჰესის“ ორივე სადგური დააზიანა

რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულია ზაპოროჟიეში მდებარე „დნეპროჰესის“ ორივე სადგური. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა ჰიდროელექტროსადგურის მფლობელი კომპანია „უკრჰიდროენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა იჰორ სიროტამ. მისი ინფორმაციით, ჰესის თანამშრომლებში მსხვერპლი არ არის. სიროტას თანახმად, დაზიანებულია კაშხალიც, თუმცა ამ ეტაპზე ნგრევის საფრთხე არ არსებობს. ენერგოკომპანიის ხელმძღვანელის ცნობით, ყველაზე სერიოზულად დაზიანდა ჰესის მეორე სადგური, რომელსაც ორი […]

ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით ვიხილეთ დუმილი ოპონენტების მხრიდან, რაც პროპაგანდის მხარდაჭერას ნიშნავს

ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით ვიხილეთ დუმილი ოპონენტების მხრიდან, რაც პროპაგანდის მხარდაჭერას ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი ორშაბათს იქნება წარმოდგენილი და საზოგადოება გაიგებს, რა სახის რეგულაციები იქნება შეთავაზებული. „გავიდა დრო, რომელიც შევთავაზეთ ოპოზიციას, მათ შორის არასამთავრობო სექტორს, დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, არის თუ არა მისაღები ამ სახის […]

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

აქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს.

ადვოკატების თქმით, დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმაში ბრალდებულებს არ აკავებენ

დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილისა და მისი ადვოკატების განცხადებით, გასული წლის ნოემბერში, მასზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულები, რომლებიც ძებნაში არიან და მათ დაკავებაზე სასამართლო განჩინება არსებობს, ჩვეულებრივად გადაადგილდებიან და სხვადასხვა იურიდიულ მომსახურებას ახორციელებენ. ტატუაშვილის ადვოკატების თქმით, მათ საჯარო რეესტრიდან მოიპოვეს ამონაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ძებნილმა ბრალდებულებმა, მათთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, სხვადასხვა სახის იურიდიული აქტები განახორციელეს. ამ […]