პარლამენტმა იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საქართველო პარლამენტმა მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე იმედა ნიკურაძისთვის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, პარლამენტი უფლებამოსილია იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნოს. მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის […]

მეცნიერებმა ფილტვის კიბოს ინოვაციური ვაქცინა შეიმუშავეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის, ფრენსის კრიკის ინსტიტუტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მეცნიერებმა გამოიყენეს Oxford-AstraZeneca COVID-19 ვაქცინის მსგავსი ტექნოლოგია, რათა შეექმნათ “LungVax”, ვაქცინა, რომელიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების გასანადგურებლად. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მეცნიერთა გუნდმა, ვაქცინის 3000 დოზის წარმოებისთვის, საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან (Cancer Research UK და CRIS Cancer Foundation) 1,7 მილიონ ფუნტამდე დაფინანსება მიიღო.

თიბისი პროექტის „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ მხარდამჭერია

თიბისის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით იწყება პროექტი „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“. პროექტის მიზანია, გააცნოს პედაგოგებს ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მახასიათებლები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმის შესახებ და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მასწავლებლებში ტექნოლოგიურ ცოდნაზე. ტრენინგ კურსებზე, მასწავლებლების რეგისტრაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაწყებულია და 25 მარტის ჩათვლით გრძელდება. მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა ოცდაათი ICT მიმართულების სკოლის მასწავლებელი, […]

“სტადიონზე მყოფმა 50 ათასზე მეტმა ადამიანმა ხო ზუსტად დავინახეთ რაც მოხდა? – მადლობა, კაპიტანო” – მალხაზ რეხვიაშვილი

ჟურნალისტი, ფაქტ–მეტრის მთავარი რედაქტორი, მალხაზ რეხვიაშვილი: კანკავა მოედანზე რომ შემოდიოდა, კაშიამ სამკლაურის მოხსნა დაიწყო, რაზეც კანკავამ უარი უთხრა და გურამს სამკლაური დარჩა იდაყვს ქვემოთ ჩამოწეული. არ გასულა 1 წუთიც და, მოულოდნელად, კაშიამ სამკლაური ესროლა კანკავას. კომენტარებში იმასაც შეხვდებოდით, რამდენიმე, ბოდიში მომითხოვია და – შტერი როგორ წერს, რატომ მიუგდო, რა უპატივცემულობააო, მაგრამ სტადიონზე მყოფმა 50 ათასზე […]

კახა კალაძე – არჩევნებს ვინც აყალბებდა, ყველას კარგად გახსოვთ, იცით, 2020 წლის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის ამბავიც – არცერთ გარე ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მოაწყოს რევოლუცია

საქართველოში მცხოვრებლები კარგად ხედავენ და აანალიზებენ, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესებს ემსახურება. მთელი ამ წლების განმავლობაში კარგად გამოჩნდა, ვის რა ინტერესი ჰქონდა ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველ პარტიას აქვს უდიდესი შანსი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, რის საფუძველსაც აძლევთ ჩატარებული კვლევები […]

კახა კალაძე – „ქართულ ოცნებას“ რა სჭირს გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს

დასამალი არაა. რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომ ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გადარჩენის შანსი აქვს. თბილისის მერის განმარტებით, ქართველ ხალხს არ ავიწყდება ესა თუ ის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები რას წარმოადგენენ და რა განცხადებებსაც […]

ილია დარჩიაშვილი – საგარეო უწყება მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა

დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველყოფა გახლავთ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც მიმდინარეობს აქტიური, მრავალმხრივი მუშაობა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, მათ შორის, საგარეო უწყების ჩართულობით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეო უწყება თანამშრომლობს ეუთოს შესაბამის […]

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მედიით მანიპულაციური, მოსახლეობის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მედიით მანიპულაციური, მოსახლეობის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალმა გზამ უნდა ჩაანაცვლოს არსებული გზის ის მონაკვეთი, რომელიც საინჟინრო და საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს მანიპულაციის გზით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. გავრცელებულ ინფორმაციაში ჟურნალისტი […]

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეების შესარჩევ ცხრაკაციან კომისიაში ოთხი „იმედის“ წამყვანია

საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან სამ წევს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მათი შესარჩევი კომისია პარლამენტმა დღეს, 22 მარტს, დაამტკიცა 80 ხმით. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული. საბჭოს ვალდებულებაა, თბილისისა და აჭარის მაუწყებლებს განუსაზღვროს პროგრამული პრიორიტეტები, დაუმტკიცოს ბიუჯეტი. ასევე დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორი, თუმცა ვერ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას. 18 აპრილს მეურვეებიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის […]

„ბაჩალიაშვილისა და გრიგორიადისის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ“ — ადამიანის უფლებათა ცენტრი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის დაკვირვებით და ინტერვიუების დროს სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ზოგიერთ აქციაზე, სავარაუდოდ, დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე და ორგანიზატორებზე თვალთვალი, რაც ეწინააღმდეგება შეკრების თავისუფლებას. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტის […]